პირინეული ჯახის წინ

2012.06.26 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, დაძაბულობა კულმინაციას აღწევს. 27 ივნისს, პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება. კრიშტიანუ რონალდუს ტალანტით ზურგგამაგრებული პორტუგალიის ერონული გუნდი ესპანეთის ვარსკვლავთკრებულს გაეჯიბრება. პორტუგალიელებმა ჩემპიონატი გერმანიის ნაკრებთან მარცხით დაიწყეს, თუმცა შემდეგ მატჩებში თამაში შესამჩნევად გამოასწორეს და შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებულად უწიეს ნახევარფინალს.

ჯგუფურ ეტაპზე პორტუგალიელების გამარჯვებამ ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან  დიდწილად განაპირობა პაულუ ბენტუს შეგირდების შემდგომი წარმატება. მეოთხედფინალში პორტუგალიელებმა ჩეხეთის ნაკრებს საკმაოდ ადვილად სძლიეს (1:0) თუმცა, იმ მატჩის შედეგი მაინც ვერ ასახავს უპირატესობას, რასაც ბენტუს ბიჭები მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ.

 

ესპანეთის ნაკრები პორტუგალიელებთან პირინეული ჯახის წინ კრიტიკის ქარ–ცეცხლში მოექცა. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდს ჯერ მარცხი არ უგემია და თითქმის ყველა შეხვედრაში დამაჯერებლად ასპარეზობს, მაგრამ  ნაკრებს გულშემატკივრები სათამაშო სტილის ღალატში ადანაშაულებენ.

 

ესპანური გამოცემა don balon–ის მიმოხილველთა აზრით, ესპანეთის გუნდი “ფეხბურთის მკვლელად“ ჩამოყალიბდა, რადგან მუდმივად ჩაკეტილ ფეხბურთს თამაშობს და მუდმივად მინიმალური ანგარიშიოთ იმარჯვებს. 

 

 

ჩვენ გვახსოვს (თუნდაც 2008 წლის ევროპის ჩემპიონატზე) ესპანეთის ნაკრებები, რომელიც ლამაზ და დასამახსოვრებელ ფეხბურთს თამაშობდნენ. თუმცა აშკარაა, რომ ესპანელებმა ძველ გზაზე სიარულს ახალი, პრაგმატული სტრატეგია არჩიეს. თუკი ეპანეთის ნაკრები პორტუგალიურ ბარიერს გადალახავს და ფინალში გავა, კრიტიკოსების რაოდენობაც ალბათ შემცირდება, რადგან გამარჯვებულებს არ ასამართლებენ. თუმცა, როდესაც გუნდს ისეთი შემსრულებლები ჰყავს, როგორებიც: ჩავი, ინიესტა, პედრო და გარსია არიან, ალბათ თვალსასეირო ფეხბურთზე ფიქრიც უნდა შეეძლოთ.

 

 28 ივნისს კი, ნახევარფინალური ეტაპის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება. იტალიისა და გერმანიის ნაკრებთა მატჩი ქომაგთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. ამ წყვილის ფავორიტად გერმანელები სახელდებიან, თუმცა აპენინელებმა უკვე დაამტკიცეს, რომ ჩეზარე პრანდელის შეგირდებს ნებისმიერი სიძლიერისა და კალიბრის მეტოქის დამარცხება ხელეწიფებათ.


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED