რამაზ შენგელია გარდაიცვალა

2012.06.21 ავტორი: TS

დღეს დილით, ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი, რამაზ შენგელია გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

რამაზ შენგელია იყო ქართველ ფეხბურთელთა იმ დიდი პლეადის გამორჩეული წევრი, რომლებმაც თბილისის “დინამოს“ ჯერ საბჭოთა კავშირის თასი და ჩემპიონობა, (1978–1980 წლები) შემდეგ კი, ევროპის თასების თასი (1981 წელი) მოაპოვებინეს.

 

რამაზ შენგელია 1957 წელს დაიბადა ქუთაისში. თამაშობდა თავდამსხმელის პოზიციაზე. გამოდიოდა თბილისის “დინამოსა“ და სსრკ–ს ეროვნულ ნაკრებში. საბჭოთა კავშირის ნაკრებში ჩატარებული 26 შეხვედრიდან რამაზ შენგელიას 10 გოლი აქვს გატანილი.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED