სქოულზს გიგზის იმედი აქვს

2012.06.20 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

ინგლისური "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ სქოულზმა, ვებ–გვერდ soccernet-თან საუბრის დროს, მანჩესტერული კლუბის შოტლანდიელი მწვრთნელის, ალექს ფერგუსონის შემცვლელთან დაკავშირებით, საკუთარი აზრი გამოთქვა. როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში, სერ ალექსის ფეხბურთიდან წასვლის შესახებ, სულ უფრო ხშირად საუბრობენ.

“იუნაიტედის“ მწვრთნელმა ხომ ცხოვრების შვიდი ათეული წელი მოიტოვა უკან და დროა, რომ მალე დამსახურებულ პენსიაზეც გავიდეს.

 

-“ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს, რომ ფერგუსონის შეცვლა მხოლოდ პორტუგალიელ ჟოზე მოურინიოს შეუძლია. მაგრამ ხალხს სჩვევია აზრთა სხვადასხვაობა. აქ ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ ვინ არის უფრო წარმატებული. ეროვნების მიუხედავად გულშემატკივრებს უნდათ თავისი გუნდისთვის საუკეთესო მწვრთნელი. მე ამ როლისთვის წარმომიდგენია რაიან გიგზი," – ამბობს პოლ სქოულზი, რომელიც რაიან გიგზის დიდი მეგობარია. რაიანი მანჩესტერელ ქომაგებსაც ძალიან უყვართ და მის კანდიდატურას, სავარაუდოდ, ბევრი მხარდამჭერი ეყოლება.

 

სულ ბოლოს კი შეგახსენებთ, რომ 38 წლის გიგზმა ბევრის გასაკვირად, კიდევ ერთხელ გააგრძელა კონტრაქტი "იუნაიტედთან" 1 სეზონით.

 

წელს უელსელი ფეხბურთელისათვის პრემიერლიგაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა. რაინ გიგზმა 900–ე მატჩი ჩაატარა "მანჩესტერ იუნაიტედის" მაისურით და“მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდებს შორის საბოლოოდ დამკვიდრდა. მსგავსი პატივი მხოლოდ დიდ ფეხბურთელებს შეიძლება ხვდეთ წილად.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED