სპორტული ამუნიცია ადრე და ახლა

2012.06.19 ავტორი: ლევან სეფისკვერაძე

ბოლო დღეების მანძილზე სპორტის ქართველი მოყვარულებისათვის ერთგვარი სიურპრიზი აღმოჩნდა ის ინფორმაცია,  რომ ევროპის ჩემპიონატზე მოთამაშე იტალიის ნაკრებს საქართველოში შეკერილი სპორტული მაისურები აცვია, რაც იძლევა იმის ვარაუდის შესაძლებლობას, რომ საქართველოში შეკერილი მაისურები ევროპის რამდენიმე ცნობილმა საფეხბურთო კლუბმაც ჩაიცვას.  


მსოფლიოში ცნობილი და პოპულარული ფირმები, რომლებიც სპორტული დანიშნულების ნივთებსა და აქსესუარებს აწარმოებენ, წლიდან წლამდე ცდილობენ, რომ ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ერთმანეთს მძაფრი კონკურენცია გაუწიონ და ამ კონკურენციის წყალობით, სპორტის კონკრეტული სახეობების განვითარების პარალელურად, ავტომატურად იხვეწება სპორტული აქსესურების ხარისხი.



ხშირ შემთხვევაში, სპორტული ფირმები ნამდვილ ნოვატორებად გვევლინებიან და სპორტის განვითარებას მთელს რიგ შემთხვევებში, წინაც კი უსწრებენ. მაგალითად, შეგვიძლია მოვიყვანოთ, სპორტული მაისურების დიზაინი, რომელიც წლიდან წლამდე იხვეწება და თანდათან ყალიბდება ტენდენცია, რომ ამა თუ იმ კლუბს ან ნაკრებს, კონკრეტულად მისთვის შესაფერისი და განსაკუთრებული ეკიპირება ჰქონდეთ.



2000 წლის ევროპის ჩემპიონატზე, მოთამაშე იტალიის ნაკრებს ფირმა “ნაიკმა” პირველად ჩააცვა ფეხბურთელის ტანის ზედა ნაწილში შემოჭერილი და წელზე ოდნავ განიერი მაისურები. შედგომ, ასეთი ტიპის მაისურები “რომამ,” “ლაციომ” და სხვა კლუბებმაც დაუკვეთეს. ასეთ მაისურებში იტალიელი ფეხბურთელები ნამდვილ რომაელ ლეგიონერებს დაემსგავსნენ.



რომაელი ჯარისკაცები, ტრადიციული სამოსის (ტუნიკის) ქვეშ, სწორედ ასეთ მჭიდროდ შემოჭერილ მაისურებს იცვამდენ და როგორც ერთ-ერთი რომაელი ისტორიკოსი, კერძოდ კი ტაციტუსი ამბობს:

“რომელებისაგან ჩაცმულობის სტილი პართიელებმაც (შემდგომში სპარსელები) გადაიღეს, მაგრამ პართიელმა თერძებმა ტუნიკის შეგნით ჩასაცმელ პერანგი ვერაფრით შეკერეს და ჩვეულებრივ ხალათებს იცმევდნენ”.

ეს ყველაფერი ნათლად მეტყველებს, რომ სპორტს ისტორიასთან ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი კავშირი აქვს და ამ ფაქტის უგულებელყოფა უბრალოდ შეუძლებელი გახლავთ.



ევროპული ჩაცმულობის ჩვენს ქვეყანაში პოპულარიზაციის შემდეგ, სამწუხაროდ ჩვენამდე ჩოხების მხოლოდ მცირე სახეობებმა მოაღწია. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ქართულ ჩოხებთან ერთად, მეგრელი, აჭარელი და გურული გლეხები იცვამდნენ ე.წ. საცქვიტაო ჩოხებსაც, ანუ ასეთი ტიპის ჩოხების უმთავრესი დანიშნულება იყო, რომ მის მფლობელს, რაც შეიძლება მარტივად ემოძრავა და ცნობილი ქართული თამაშობების დროს, ჩვენი წინაპრები, სავარაუდოდ სწორედ ასეთ ჩოხებს იცვამდნენ.
ქართულ თამაშობებში შესაძლებელია ისეთი სპორტულ-კულტურული ფენომენი აღმოვაჩინოთ, რომელზეც ეთნოგრაფებსაც კი არ უმუშავიათ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED