მაია ფანჯიკიძე ჟურნალისტებისთვის შექმნილ არათანაბარ სამუშაო პირობებს "ხარვეზს" უწოდებს

2012.06.11 ავტორი:

"ქართული ოცნების" პრესსპიკერ მაია ფანჯიკიძის მიერ პრესკონფერენციაზე გაკეთებული განცხადებით, ქუთაისში, გუშინდელ აქციაზე ყველა ჟურნალისტისთვის თანაბარი სამუშაო პირობები არ იყო შექმნილი. ფანჯიკიძემ ჟურნალისტებს ბოდიშს მოუხადა და მომავალ აქციებზე მსგავსი ხარვეზის გამოსწორების პირობა დადო.

-"ეს სპონტანურად მოხდა და უსაფრთხოების ზომების გამო გახდა აუცილებელი,"- განაცხადა მან და "მეცხრე არხისთვის" პრივილეგირებული პირობების შექმნა უარყო.

 

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მიერ გუშინ ქუთაისში გამართულ აქციაზე, „მეცხრე არხის", და „მაესტროს" და საინფორმაციო სააგენტო „ინფო-9" - ს ჟურნალისტები, სპეციალურად შექმნილ რკინის ბარიერს მიღმა თავისუფლად გადაადგილდებოდნენ. სხვა ჟურნალისტებს იქ მოხვედრის საშუალება არ მიეცათ. 

 

"როდესაც რკინის მოაჯირს გადავაბიჯე, "ქართული ოცნების" მაისურებში გამოწყობილი ორი მამაკაცი ჩემსკენ დაუყოვნებლივ გამოემართა, პრესბარათი წარვუდგინე და ვუთხარი, რომ ჟურნალისტი ვიყავი, და სხვების მსგავსად თავისუფლად მოძრაობა მსურდა, თუმცა, მათ ხელი ჩამავლეს და მოშორებით, ძალით გამათრიეს,"- წერს netgazeti.ge-ს ჟურნალისტი თაზო კუპრეიშვილი facebook-ის პირად გვერდზე. ანალოგიური პრობლემა შეექმნა "ლიბერალის" ჟურნალისტებსაც. მათ მუშაობის გაგრძელება მხოლოდ მოგვიანებით მიეცათ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED