მისაბიშვილის განცხადებით გარემოვაჭრეების პრობლემა გუბერნიის გადასაწყვეტი არაა

2012.06.01 ავტორი:

სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულის, გურამ მისაბიშვილის განცხადებით, გარემოვაჭრეების საკითხის გადაწყვეტა გუბერნიის ფუნქციაში არ არის და პრობლემას ისინი ვერ გადაჭრიან.  მისი თქმით, ის ამჟამად ზუგდიდში იმყოფება და მოვაჭრეებთან შეხვედრას ვერ მოახერხებს.   

გურამ მისაბიშვილი

გურამ მისაბიშვილი

"გარემოვაჭრეების მიმართ წამოჭრილი თემა არ ეხება გუბერნიას, მათ თავიანთი პრობლემა თვითმმართველობასთან უნდა გაარკვიონ, რადგან საკითხი მათ კომპეტენციაში შედის"– აცხადებს tspress- თან საუბრისას სამეგრელო–ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებული, გურამ მისაბიშვილი.  

 

მისი თქმით, კანონით აკრძალული ქმედების, გარევაჭრობის დასარეგულირებლად ის ზომებს ვერ მიიღებს და მისთვის ისიც უცნობია,  არსებობს თუ არა საკრებულოს შესაბამისი დადგენილება/განკარგულება. 

"გარემოვაჭრეების საკითხზე მე არ ვარ საქმის კურსში და ეს დეტალები არ ვიცი, მათთან მოლაპარაკებას როგორც ვიცი საკრებულოს წარმომადგენლები მართავენ,"– აღნიშნა მისაბიშვილმა.

 

გარემოვაჭრეები ამ დრომდე რჩებიან გუბერნიის შენობასთან  გარევაჭრობის უფლების მოთხოვნით.

მათ საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, კახა ქირია შეხვდა. ადგილობრივი ხელისუფლება მოვაჭრეებს ბაზრისა და სუპერმარკეტის  შიდა ტერიტორიაზე ვაჭრობას თავაზობენ, რასაც გარემოვაჭრეები არ ეთანხმებიან.

 

დღეს, დილით,  პოლიციამ წინასწარი გაფრთხილების შემდეგ,  ზუგდიდის ცენტრალური სუპერმარკეტის ტერიტორიაზე განლაგებული გარემოვაჭრეები აყარა.

 

 

სოფო ხუბულავა

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED