ჟოზე მოურინიო “გეიმერებშიც“ პოპულარულია

2012.05.31 ავტორი:

საკმაოდ დიდი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის “რეალის“ მწვრთნელმა, პორტუგალიელმა ჟოზე მოურინიომ, ერთ-ერთი ელ-კლასიკოს შემდეგ, მოსისხლე “ბარსელონას“ მწვრთნელის თანაშემწეს, ტიტო ვილანოვას თვალში თითი ატაკა. ეს ფაქტი მაშინ მთელი ესპანეთის (და არამხოლოდ ესპანეთის), განხილვისა და სჯა-ბაასის საგნად იქცა.

ერთ-ერთმა ესპანურმა კომპიუტერული თამაშების შემქმნელმა ფირმამ უკვე გადაწყვიტა ამ შემთხვევით ხელის მოთბობა და ახალ კომპიუტერულ თამაშზე დაიწყო მუშაობა, რომელსაც სახელად არც მეტი, არც ნაკლები, “ახლა შენ ატაკე თვალში თითი მოურინიოს“ - ერქმევა. თამაშის შემქმნელებს სჯერათ, რომ ახალი გასართობი აუცილებლად დაიმსახურებს ესპანელი “გეიმერების“ ინტერესს.

 

 



თამაში საკმაოდ მარტივია და სულ რამდენიმე დასაძლევ საფეხურს მოიცავს. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ მადრიდული კლუბის მწვრთნელი ევროპაში ბევრს არ უყვარს, თამაშის შემქმნელები ამ მარტივი გასართობიდან, სოლიდური მოგების მიღებას ვარაუდობენ. გეტყვით, რომ ”ახლა შენ ატაკე თვალში თითი მოურინიოს” შექმნის იდეა, რა თქმა უნდა, კატალონიელებს მოუვიდათ და ფირმა, სადაც ზემოაღნიშნული თამაში მოიფიქრეს, ბუნებრივია, კატალონიაში მდებარეობს.

 

 


ლევან სეფისკვერაძე

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED