ქართული ლუდის ბაზარი ევროპის ჩემპიონატის წინ

2012.05.31 ავტორი:

მოახლოებული ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატისათვის გულშემატივრებთან ერთად, ქართული ლუდხანები და ლუდის მწარმოებელი კომპანიებიც ემზადებიან.

დღეს ქართული ლუდის ბაზარზე ჰეგემონობისათვის ძირითადად სამი კომპანია იბრძვის. “ყაზბეგს“, “ნატახტარსა“ და “ზედაზენს“ რამდენიმე მცირე წარმოების კომპანია განსაკუთრებულ კონკურენციას ვერ უწევს, თუმცა ბოლო დროს, თბილისში ლუდის რამდენიმე საინტერესო ახალი კომპანიაც გამოჩნდა.

თბილისური ლუდხანების უმეტესობას კონკრეტულ ლუდის კომპანიასთან ექსკლუზიური კონტრაქტი აქვთ გაფორმებული და მხოლოდ კონტრაქტორი კომპანიის ლუდს ყიდიან. უნდა ითქვას, რომ ამით პირველ რიგში ლუდის მოყვარულები ზარალდებიან, რადგან კონკრეტულ ლუდხანაში ლუდის არჩევანი ხშირად ძალზედ მწირია.

დედაქალაქში ასევე არსებობს რესტორნებთან არსებული ლუდსახდელებიც, რომლებიც მცირე რაოდენობით საკუთარ ლუდს ყიდიან. ამ მხრივ რესტორნების ქსელი, “თაღლაურა“ და  “მირზაანი“ უნდა გამოვყოთ. მათი წარმოებული ჩამოსახმელი ლუდი შედარებით ძვირიან სეგმენტში გადის და ფასი სამიდან ხუთ ლარამდეა.

ევროპის ჩემპიონატისათვის, ლუდის ქართველ მოყვარულებს ლუდის ჩამოსასხმელ ღია წერტილებში, ერთი ლიტრი ლუდის შეძენა საშუალოდ 2.5–დან, 3.5 ლარის ფარგლებში შეეძლებათ. ლუდხანებში კი ჩამოსასხმელი ინდუსტრიული (დიდი კომპანიების მიერ წარმოებული) ლუდის ფასი 2.5 ლარიდან იწყება.

ლუდის ბაზარზე საინტერესო სიტუაციაა შექმნილი საქართველოს სხვა ქალაქებშიც. ბოლო პერიოდში წარმოება გაზარდა ქუთაისში მდებარე ლუდის ქარხანა “აიამ“, რომელიც აქამდე ძალიან მცირე რაოდენობის ლუდს ამზადებდა. ადგილობრივ ლუდსახდელებს ნახავთ საქართველოს კიდევ ოთხ ქალაქში: ბათუმში, რუსთავში, ბოლნისში და თელავში. რეგიონებში ადგილობრივი წარმოების ერთი ლიტრი ჩამოსასხმელი ლუდის ფასი 2 ლარიდან იწყება.

 

 

ლევან სეფისკვერაძე 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED