"მთივლიშვილის ინციდენტს სამართალდამცველები გამოიძიებენ"– პავლე კუბლაშვილი [ Video]

2012.05.25 ავტორი:

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ, ჟურნალისტთა სოლიდარობის აქციაზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კუბლაშვილმა განაცხადა, რომ კახეთის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის, გელა მთივლიშვილის ინციდენტს სამართალდამცველები გამოიძიებენ.  

კუბლაშვილმა ჟურნალისტების ძალადობის ფაქტებზე კომენტარი აქციის მსვლელობისას, იუსტიციის სამინისტროს შენობიდან გამოსვლის დროს გააკეთა.   

მისი განმარტებით,  ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, ხელშეშლის ზოგიერთი შემთხვევა უტრირებულია, თუმცა, მსგავსი კონკრეტული შემთხვევები მას არ დაუსახელებია და მთივლიშვილის ფაქტის გამოძიების პირობა დადო.  

 

გელა მთივლიშვილი სამართალდამცველებმა რამდენიმე დღის წინ, თიანეთის პოლიციის შენობის გადაღებისას დააკავეს. პოლიციელებმა მას საბუთების წარდგენა მოსთხოვეს, შემდეგ კი კამერის წართმევა მოინდომეს, რის შემდეგაც ის ძალის გამოყენებით პოლიციის შენობაში წაიყვანეს.  თიანეთის პოლიციიდან ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი განმარტებით, პოლიციამ მას სცემა და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. 

 გამოძოების მოთხოვნით, მთივლიშვილმა განცხადებით მთავარ პროკურატურას მიმართა


დღეს, გამართულ აქციაზე ათეული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელმა  ბოლო ორ თვეში, ჟურნალისტებზე ზეწოლის ოცამდე  ფაქტი გააპროტესტა.  მათ განხორციელებული ძალადობა დაგმეს და ჟურნალისტების პროფესიულ მოვალეობის შესრულებაში ხელის შემშლელი პირების დასჯა მოითხოვეს.


სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED