იუსტიციის სახლთან ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა

2012.05.25 ავტორი:

თბილისში, იუსტიციის სამინისტროს წინ, ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია გაიმართა. აქციაში მონაწილე ათეული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელმა   ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობა დაგმეს და ჟურნალისტების პროფესიულ მოვალეობის შესრულებაში ხელის შემშლელი პირების დასჯა მოითხოვეს.

სამინისტროს წინ, ჟურნალისტთა სოლიდარობის აქცია ტრანსფარენტებით – შეწყდეს ჟურნალისტებზე ძალადობა  და სასტვენების ხმაურით ჩატარდა. 

 

აქციის მონაწილეებმა ბოლო ორ თვეში, ჟურნალისტებზე ზეწოლის ოცამდე  ფაქტი გააპროტესტეს. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, შეასრულონ საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულება და ქვეყანაში ჟურნალისტთა საქმიანობისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა უზრუნველყონ. 

 

აქციის მსვლელობის დროს, იუსტიციის სამინისტროს შენობიდან პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პავლე კუბლაშვილი გამოვიდა. მან ჟურნალისტებს კომენტარი მისცა. კუბლაშვილმა აღნიშნა, რომ ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში ხელი არავინ არ უნდა შეუშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის აუცილებლად უნდა დაისაჯოს. მისი თქმით, ხელშეშლის ზოგიერთი შემთხვევა უტრირებულია, თუმცა, მსგავსი კონკრეტული შემთხვევები მას არ დაუსახელებია. 

 

აქციის მიმდინარეობისას, ჟურნალისტმა მაგდა პოპიაშვილმა დეპუტატს ტრანსფარეტი წარწერით - "შეწყდეს ჟურნალისტებზე ძალადობა!" გადასცა.

 


 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED