მოსკოვში გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს

2012.05.21 ავტორი:

რუსეთის დედაქალაქში ასლან აბაშიძის ერთგული გენერალი მურმან დუმბაძე მოკლეს, რომელიც 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის დროს გენერალ ბორისოვმა ქართველ ტყვეებში გაცვალა და თან წაიყვანა. მკვლელობა მოსკოვის სამხრეთ-დასავლეთით მოხდა. რუსი სამართალდამცველების ცნობით, დუმბაძე ქილერების მსხვერპლი აღმოჩნდა.

 

მკვლელობა დღეს დილით, რუბლიოვოს მაგისტრალზე მოხდა. ქილერი, რომელმაც დუმბაძეს ესროლა, შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით მიიმალა. მოგვიანებით მოტოციკლი მილიციამ ერთ-ერთი ქუჩის კვეთაში მიტოვებული იპოვა. მკვლელობის მომენტში დუმბაძეს თან ახლდა ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც სამართალდამცველებს უკვე მისცა ჩვენება.

 

ამ დროისათვის რუსულ მედიაში ამ ფაქტთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია არ ვრცელდება. 

 

1964 წელსა  დაბადებული რომან დუმბაძე  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 25-ე მოტომსროლელ ბრიგადას ხელმძღვანელობდა  ბათუმში.

 

დუმბაძეს სამშობლოს ღალატისათვის  სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი,  ის განცხადების გამო,  რომელიც მან "ვარდების რევოლუციის" დროს გააკეთა. მაშინ გენერალი ახცადებდა,  რომ  ის მხოლოდ ასლან აბაშიძეს დაემორჩილებოდა და არა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. ამის შემდეგ დუმბაძე  მალე დააპატიმრეს. 2008 წლის 5 დღიანი ომის დროს იგი რუსმა გენერალმა ბორისოვმა რამდენიმე ქართველ სამხედრო ტყვეში გაცვალა და რუსეთში წაიყვანა, სადაც ცხოვრობდა. 

 

რომან დუმბაძე ასლან აბაშიძის მთავრობის მეორე წარმომადგენელია, რომელიც მოსკოვში დაიღუპა. პირველი ჯემალ გოგოტიძე იყო, რომელიც არაოფიცილური ინფორმაციით, ლევან მამალაძესთან ჩხუბის დროს ძირს დაეცა და თავი ფილაზე დაარტყა. მიღებული დაზიანება კი სასიკვდილო აღმოჩნდა.

 

 

 

გამოყენებულია www.bfm.ru -ს მასალები. 

 

ზურა ბაუჟაძე

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED