კოლხური ბზა გადაშენების პირასაა

2011.11.17 ავტორი:

აჭარის რეგიონის ტერიტორიაზე ბზის კორომებში, უკვე მეორე წელია, თავი იჩინა აქამდე უცხო სოკოვანმა დაავადებამ – ბზის სიდამწვრემ.

კოლხური ბზის აღნიშნულ პრობლემაზე კანადელი მეცნიერების დასკვნას, თითქმის ორი თვეა აჭარის მთავრობა ელოდება.ლაბორატორიული სინჯები კანადაში ზაფხულის ბოლოს გაიგზავნა შედეგების გადამოწმებისათვის გაიგზავნა.

 

Image 123

კოლხური ბზა

თავდაპირველად, დაავადების ნიშნები მტირალას ეროვნულ პარკში, შემდეგ კი მდინარე აჭარის წყლისა და კინტრიშის ხეობაში გამოჩნდა. დაავადებამ წელს მასშტაბური სახე მიიღო და თანდათან პანდემიის სახეს იღებს.

- არ ვიცი რა მოხდა. იქ, სადაც ადრე ბზის მრავალსაუკუნოვანი ტყეები იყო და გავლა ჭირდა, ერთიანადაა გადამხმარი ყველაფერი. თავიდან, მიზეზი შარშანდელი გვალვა გვეგონა, ახლა გვითხრეს, რომ სოკოვანი დაავადებაა. აქ ათი კილომეტრის რადიუსში ბზა დომინანტი იყო, ახლა კი ჯანმრთელი ალბათ 20–მდე ძირი თუ დარჩა, – ამბობს ქობულეთის რაიონის სოფელ კობალაურის მკვიდრი, მემედ ბაუჟაძე.

ქობულეთის მცენარეთა იმუნიტეტის კვლევით ინსტიტუტში უკვე შეისწავლეს აღნიშნული დაავადება და მისი გავრცელების არეალი. დასკვნა საგანგაშოა – ამ ეტაპზე შეუძლებელია ამ მასშტაბის დაავადების გამკლავება და ასეულ ათასობით ჰექტარი ბზის კორომების ქიმიკატებით დამუშავება.

კოლხური ბზა საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი სახეობაა და მისი მოჭრა აკრძალულია. იგი კოლხური ტყეების ერთერთი დომინანტი სახეობაა და უძვირფასეს სამერქანე მცენარედ ითვლება.

საქართველოში რამდენიმე ადგილას გვხვდება ვრცელ ფართობზე არსებული კორომები, მათ შორის აჭარაში, საიდანაც საუკუნეების მანძილზე, აზიისა და ევროპის ქვეყნებში ის დიდი რაოდენობით გაჰქონდათ. კოლხური ბზა გადაშენების პირას მდგომი სახეობაა.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED