სვასტიკა მემორიალზე

2012.04.10 ავტორი:

ბათუმში, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალზე ფაშისტების სიმბოლო სვასტიკაა გამოსახული. 

-"ეს სამარცხვინო ნახატი ახლა არ გაჩენილა, უკვე წლებია არსებობს, მაგრამ არავინ არ შეიწუხა თავი, რომ იგი მოეშორებინათ", - აცხადებს ლეიბორისტული პარტიის აჭარის ლიდერი დავით რობაქიძე და აჭარის მთავრობას 9 მაისამდე ობელისკის მოწესრიგებას თხოვს.

 

1941-45 წლებში მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულთა ხსოვნის მემორიალი ბათუმის გარეუბანში, 31 დეკემბრის ქუჩაზე მდებარეობს. ქალაქის შესასვლელთან არსებული მემორიალი კი ხელისუფლებამ დაახლოებით ორი თვის წინ დაანგრია და იქ საბაგირო გზის სადგურს აშენებს.

 

საბაგირო გზა ბათუმს ფერიის მთასთან დააკავშირებს, სადაც გასართობი ცენტრი და სასტუმრო შენდება.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

როგორ აფასებთ ფოთის მერის გადადგომას?

Voted: 0

NED