ქართველი მეზღვაურების ზუგდიდში ჩამოსვლის ამსახველი ვიდეომასალა [video]

2012.03.31 ავტორი: სოფო ხუბულავა

რამდენიმე წუთის წინ, გათავისუფლებულმა მეზღვაურებმა, სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი გადმოკვეთეს. 

გათავისუფლებულ მეზღვაურებს ოჯახთან ერთად, ენგურის ხიდთან, ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და საქართველოს კონსული თურქეთში ზურაბ პატარიძე შეხვდნენ. ვერა ქობალიამ მეზღვაურთა თანმხლები აფხაზები საქართველოში მოიპატიჟა.

 

მეზღვაურების განცხადებით, აფხაზების მიერ მათდამი ცუდ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

 

კომპანია „STARLET SHIPPINGS”–ს  კუთვნილი პანამის დროშის ქვეშ მცურავი  გემის „HAKKI EHILIOGLUS”-ს ეკიპაჟის ქართველი წევრები: გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე ბორტზე 2011 წლის 21 თებერვალს ავიდნენ. ოჯახის წევრების განცხადებით, ისინი მოტყუებით აფხაზეთის ტერიტორიაზე შეიყვანეს. გემი გასული წლის მაისიდან სოხუმის პორტში დგას.

 

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED