განთავისუფლებული მეზღვაურები საქართველოში არიან

2012.03.31 ავტორი:

ამ წუთებში, აფხაზეთში 1- თვიანი ტყვეობიდან განთავისუფლებული ოთხი ქართველი მეზღვაური საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიდა.

ენგურის ხიდთან მათ ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ. 

 

განთავისუფლებულ მეზღვაურებს ასევე შეხვდნენ ეკონომიკის მინისტრი ვერა ქობალია და საქართველოს კონსული თურქეთში ზურაბ პატარიძე. 

 

ვერა ქობალიამ მეზღვაურთა თანმხლები აფხაზები საქართველოში მოიპატიჟა.

 

მეზღვაურების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. მათი განცხადებით, აფხაზების მიერ მათდამი ცუდ მოპყრობას ადგილი არ ჰქონია.

 

კომპანია „STARLET SHIPPINGS”–ს  კუთვნილი პანამის დროშის ქვეშ მცურავი  გემის „HAKKI EHILIOGLUS”-ს ეკიპაჟის ქართველი წევრები: გიორგი საპანაძე, მანუჩარ ბოლქვაძე, აზიზ ვარშანიძე და სულხან ცეცხლაძე. ოკუპირებულ ტერიტორიაზე თითქმის წელიწადი იმყოფებოდნენ.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED