ფოთის მერია მოქალაქეს საკუთრების დემონტაჟს აიძულებს [Video]

2012.03.29 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთელ ხვიჩა ახალაიას ადგილობრივი ხელისუფლება საკუთრებაში არსებულ ავტოფარეხის ნგრევას  თხოვს. მერიას იურიდიული საფუძველი მეპატრონისთვის არ წარუდგენია. მერიის წარმომადგენლები კი მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით შემოიფარგლებიან და  მიზეზად ეზოს კეთილმოწყობას ასახელებენ. ხელისუფლება კომპენსაციის ან ალტერნატიულ ფართის  გაცემაზე უარს აცხადებს.

ხვიჩა ახალაიას ავტოფარეხის საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს (საკუთრება ხვიჩიას მეუღლის დის სახელზეა რეგისტრირებული)

 

მერის ბრძანებით, მას ადმინისტრაციული ზედამხედველობისა და ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლებმა საკუთრების დემონტაჟი სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე მოსთხოვეს.  ახალაია, კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ნგრევის წინააღმდეგი არაა. მან მერიას კომპენსაციის მიღების მოთხოვნით, წერილობით მიმართა.

 

ფოთის მერის მიერ ხელმოწერილ საპასუხო წერილში განმარტებულია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ავტოფარეხების დემონტაჟის შესახებ  დადგენილება ან ბრძანება არ გამოუცია.  მის დემონტაჟს მერია არ ახორციელებს და მას მოსახლეობა ეზოს გალამაზების მიზნით, საკუთარი სურვილით ანგრევს.

 

„თვითმმართველ ქ.ფოთის ადგილობრივ ორგანოებს და თანამდებობის პირებს არ გამოუციათ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი და არ განუხორციელებიათ რაიმე ქმედება, რომლის შესაბამისად მოხდება ზემოთხსენებულის დემონტაჟი“– აღნიშნულია წერილში.

მერიის განმარტება

მერიის განმარტება

 

 

ახალაიას განცხადებით, მერიის თანამშრომლები მათ დემონტაჟს ამჟამადაც აიძულებენ. მისი თქმით, მეზობლებისგან განსხვავებით, მისი დაშინება ვერ მოახერხეს.

 

–„მიშა აკობია (ფოთის მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) და მუნიციპალიტეტის თანამშრომები, რომლებიც პირად საუბარში ვინაობას არ მიმხელენ თითქმის ყოველდღიურად მოდიან და მაფრთხილებენ, რომ დავანგრიო.  ყველას რაღაცა მოუძებნეს, სამსახურის დაკარგვით დააშინეს, მაგრამ სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული არავინ მყავს და მე ჯერ ვერ მაიძულეს. არც ისაა გამორიცხული, დაუკითხავად დაანგრიონ“– აღნიშნავს მესაკუთრე და რამდენიმე შემთხვევას იხსენებს, თუ როგორ დაუნგრიეს მის მეზობელს სახლში არყოფნის დროს საკუთრება.

 

 

ფოთის ადმინისტრაციული ზედამხედველობის უფროსი, მიშა აკობიას განცხადებით, ახალაიას არასდროს შეხვედრია და მისთვის ავტოფარეხის დემონტაჟი სამსახურსაც არმოუთხოვია. 

 

ფოთის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მიშა აკობიას კომენტარი by TS PRESS

 

ახალაიას განცხადებით, ფოთის მერიის მხრიდან საკუთრების ხელყოფის მცდელობის და უკანონო მოთხოვნის შესახებ პრეზიდენტის კანცელარიაში წერილი შეიტანა, თუმცა, რეაგირებისათვის აპარატმა ადგილობრივ ხელისუფლებას დაუბრუნა. რის შემდეგაც მერიამ  ახალაიას წერილობით ხელმეორედ განუმარტა, რომ საკუთრების დემონტაჟის მოთხოვნაზე სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, არაოფიციალური მოთხოვნებით  კი მესაკთრეს დემონტაჟს ისევ აიძულებს.

 

ახალაია კი მიიჩნევს, რომ აღნიშნულზე პრეზედენტი საქმის კურსში არაა, ამიტომ ის პრეზიდენტთან შეხვედრას ითხოვს. 

 

ფოთში ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა მერმა და სამსახურის თანამშრომლებმა მოსახელობას კერძო საკუთრების დემონტაჟი, იურიდიული საფუძვლის გარეშე, სხვადასხვა გზით აიძულეს. მესაკუთრეების მხრიდან სამართლებრივი საფუძვლის მოთხოვნის შემდეგ კი მათზე ზეწოლის განხორციელება პოლიციის გზით  გააგრძელებს და ავტოფარეხები დაანგრიეს, თუმცა მერიას კომპენსაცია არცერთ შემთხვევაში არ გაუცია.

 

 

 

საქართველოს კონსტიტუციით, „აღიარებული და ხელშეუხებელი“ საკუთრების უფლება. მისი ჩამორთმევა კი შესაძლებელია საზოგადოებრივი საჭიროების შემთხვევაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, ასეთ დროს კი კონსტიტუცია ხელისუფლებას  წინასწარ, სრული და სამართლიანი კომპენსაციის გაცემას ავალდებულებს

 

 

 

 

 

 

ამავე თემაზე:


კეთილმოწყობა კერძო საკუთრების ხელყოფის ხარჯზე


ფოთის მერი კერძო საკუთრებებს უკანონოდ ხელყოფს


ფოთის მერია ისევ ანგრევს


ფოთის მერის სამმაგი კომბინაციური სვლა


ფოთის მერმა კიდევ ერთი საკუთრება უკანონოდ დაანგრევინა [video]


tspress.ge მოქალაქეებს უკანონოდ ჩამორთმეული საკუთრების უფლების აღდგენაში დაეხმარება

 

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED