აფხაზური მხარე სამეგრელოს შეიარაღებული დაჯგუფებების საკითხით დაინტერესდა

2012.03.27 ავტორი:

თვითგამოცხადებული აფხაზეთის რესპუბლიკის  დელეგაცია სამეგრელოში არაფორმალური შეიარაღებული დაჯგუფებების საკითხს ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს. შეხვედრა 29 მარტსაა დაგეგმილი.

ირაკლი ხინთბა

ირაკლი ხინთბა

–„ზუგდიდის რაიონში შეიარაღებული დაჯგუფებების ფორმირებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას“– განაცხადა დე–ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ირაკლი ხინთბამ „რია ნოვოსტისთან“ საუბრისას.

 

ხინთბას განცხადებით, აფხაზური მხარე მოლაპარაკების პირველივე დღეს, საზღვრისპირა რაიონებში ვითარების  გამწვავებაზე ისაუბრებს, რადგან ბოლო დროს გახშირებულ ინციდენტებს ქართული სპეცსასამხურების ინსპირერებულად თვლის.

 

ჟენევის დისკუსიაზე დე-ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლები აფხაზეთში ისტორიული ძეგლების მდგომარეობასა და საქართველოს მიერ შემოღებული ნეიტრალური დოკუმენტის მათთვის მიუღებლობაზეც  ისაუბრებენ.

 

–„შეხვედრის ფორმატის მიუხედავად, ჟენევის კონსულტაციები იძლევა საშუალებას მხარეებმა ძალიან რთული საკითხები დასვან, საერთაშორისო დონეზე გააჟღერონ და მხარეებისთვის მეტ-ნაკლებად მისაღებ გადაწყვეტილებაზე შეთანხმდნენ“–აღნიშნა ხინთბამ.

 

ჟენევის დისკუსიები 2008 წლის წლის ოქტომბრიდან იმართება.

 

მომზადებულია "რია ნოვოსტის" მიხედვით.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED