ორმხრივი სროლები განმუხურში [Video]

2012.03.05 ავტორი: პაატა ლაგვილავა

-„ორმხრივი სროლები იყო, დაახლოებით ნახევარი საათი ისროდნენ, არ ვიცით ვინ დაიწყო სროლა,“ - აცხადებენ გუშინდელი სროლების შესახებ tspress-თან საუბრისას განმუხურის მკვიდრნი. მათი თქმით, ისინი შუაღამისას ძლიერმა სროლის ხმებმა გამოაღვიძა, რამაც მოსახლეობა ძალიან შეაშინა.

პოლიციის საგუშაგო/განმუხური

პოლიციის საგუშაგო/განმუხური

მათ გუშინდელ ინციდენტზე  მხოლოდ ის იციან, რაც ტელევიზიებით მოისმინეს. მოსახლეობის  უმრავლესობა კამერებთან ღია საუბარს თავს არიდებდა და, მიეზად, საკუთარ პრობლემებს ასახელებდა. ქართული პოლიციის საგუშაგოზე, ინციდენტის ადგილას დღეს სიმშვიდეა. მოსახლეობის თქმით, სროლები შემდეგ აღარ განმეორებულა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიიდან გადმოსულმა დაახლოებით ექვსმა უცნობმა შეიარაღებულმა პირმა, ქართული პოლიციის საგუშაგოს ცეცხლი გაუხსნა.

 

შსს–ს მიერ გავრცელებული ინფორმაცით, „თავდასხმის დროს გამოყენებული იქნა ავტომატური იარაღი და "რპგ 7"-ის ტიპის ორი ყუმბარმტყორცნი.“ ორმხრივ სროლებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს არაფერი აქვს ნათქვამი.

 

ქართული პოლიციის საგუშაგო განმუხურის დასახლებული პუნქტიდან 400 მეტრითაა დაშორებული. განმუხურს კი გალის რაიონის სოფელი ფიჩორი ესაზღვრება.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED