ფოთის მერმა კიდევ ერთი საკუთრება უკანონოდ დაანგრევინა [video]

2012.02.29 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში მცხოვრებ ჯუმბერ ქურდაძეს, მერიის სამსახურმა ავტოფარეხი დაუნგრია. მათ ამის სამართლებრივი საფუძველი არ წარუდგენიათ.

საკუთრების ნგრევა

საკუთრების ნგრევა

კორპუსის ეზოში, ავტოფარეხის ნგრევის პროცესს, კუნძულის უბნის ტერიტორიული მართვის ორგანოს (მუნიციპალიტეტი) ხელმძღვანელი, კახა ფარღალავა ხელმძღვანელობდა.  ტრაქტორის მძღოლმა Tspress.ge –ს გამოჩენისას, ფარღალავას მითითებით მუშაობა შეწყვიტა. 

 

–„გადაიღონ, რა ვქნა ახლა?“– განაცხადა ფარღალავამ და ტრაქტორისტს ნგრევის გაგრძელება ურჩია, თვითონ კი, ჯერ დამალვა, შემდგომ ტერიტორიის დატოვება სცადა.

 

ვინ მიიღო საკუთრების ნგრევის გადაწყვეტილება, რა სამართლებრივი საფუძველის გათვალისწინებით მოხდა დემონტაჟი და იღებს თუ არა ის პასუხისმგებლობას? - ფარღალავამ არ უპასუხა. იმის დასამტკიცებლად, რომ უკნოანოდ არაფერს აკეთებს, მან ქურდაძეს ხელიც გადახვია და ნგრევის შესახებ დირექტივების გაცემა, მასთან შეთანხმებით დაიწყო.

მუნიციპალიტეტის უფროსი და ავტოფარეხის მფლობელი

მუნიციპალიტეტის უფროსი და ავტოფარეხის მფლობელი

 

ავტოფარეხის მფლობელის, ჯუმბერ ქურდაძის განცხადებით, მას საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს. მესაკუთრემ ავტოფარეხის საკუთარი სურვილით ნგრევა უარყო, თუმცა, წინააღმდეგობის გაუწევლობის მიზეზებზე საუბარი არ ისურვა.

 

მეზობლების განცხადებით, ქურდაძეს ოჯახის წევრების სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ. მისი მეუღლე ექიმია, ხოლო შვილი ფოთის საზღვაო ნავსადგურში მუშაობს.

 

 

ფოთის საკრებულოს ავტოფარეხის ნგრევასთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტი არ გამოუცია.

 

–„იმ სულელურ სათაურს, რომ შეასწორებთ მერე დამირეკეთ ხოლმე“,– განაცხადა ლემონჯავამ tspress.ge-სთან სატელეფონო საუბრისას.

მერი tspress. ge- ის კითხვებს არ პასუხობს by TS PRESS

 

ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, მიშა აკობიას განცახდებით, ის აღნიშნულ ფართის ნგრევაზე ინფორმაცაის არ ფლობს.

 

 

არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს“ იურისტის, ეკა ბოკუჩავას განცხადებით, უკანონობაა,  როცა ქალაქ ფოთის მერია ცდილობს კანონით დადგენილი მოთხოვნების გვერდის ავლით დაითანხმოს მესაკუთრეები თავად განახორციელონ შენობების დემონტაჟი. 

 

ადვოკატი, გიორგი მოისწრაფიშვილი კი აცხადებს, რომ ხელისუფლებამ მოქალაქეს ნგრევის საფუძველი ყველა შემთხვევაში წერილობით უნდა წარუდგინოს.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელს არა აქვს უფლება მფლობელს საკუთრების დემონტაჟი  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს,  ყოველგვარი საფუძვლის გარეშე  მხოლოდ სიტყვიერად მოსთხოვოს. 

 

–„  თუ ესეთი შემთხვევა დაფიქსირდა, ეს მის მიერ საკუთარი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაა, რაც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, ასევე შესაძლებელია საქმე გვქონდეს საკუთარი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, რაც სისხლის სამართლებრივი დანაშაულია“– აცახდებს მოისწრაფიშვილი.

 

მისი თქმით, დაურეგისტრირებელი ავტოფარეხების შემთხვევაში კი მოქალქეებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ კანონმდებლობით, ნებართვის მოპოვება შესაძლებელია,

 

 –„ასეთ დროს, მოქალაქეს კანონით მინიჭებული ყველა უფლების გამოყენების საშუალება უნდა მიეცეს (რაც მოიცავს ადმინისტრაციული ჯარიმის უკანონო მშენებლობის შესახებ გასაჩივრებას, საკუთრების მაღიარებელი კომისიისათვის მიმართვას და ა.შ) და მხოლოდ ამის შემდგომ  უნდა დადგეს საბოლოო გადწყვეტილება დემონტაჟის შესახებ.

სასამართლოზე ორივე მხარის არგუმენტებით ხდება გარკვევა  შესაძლებელია თუ არა ავტოფარეხების დაკანონება, ანუ მათი ფაქტობრივი ფლობის იურიდიული აღიარება.

თავის მხრივ ავტოფარეხის კონკრეტულ ადგილზე განთავსების შესაძლებლობა, უშლის  თუ არა რამეს ხელს განიხილება ადმინისტრაციული წესით, და ამ სფეროში ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალური და დემოკრატიულია.  კანონის თანახმად,  ყველა ამ პრობლემის მოგვარება ისე შეიძლება, რომ უსამართლობის განცდა არ დარჩეს მოქალაქეს“– აცხადებს ის

 

 

საქართველოს კონსტიტუციის 21–ე მუხლის თანახმად, კერძო საკუთრება ხელშეუხებელია. ამავე მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში. რა დროსაც ხელისუფლებამ დემონტაჟამდე კომპენსაციის სახით წინასწარ, სრული და სამართლიანი ანაზღაურება უნდა გასცეს.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED