სამეგრელო–აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი დაკეტილია

2012.02.23 ავტორი: სოფო ხუბულავა

რუხის ხიდთან სამეგრელო–აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვარი ჩაკეტილია.

მიზეზი დე–ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ანქვაბზე 21 თებერვალს მომხდარი თავდასხმაა.

სამეგრელო– აფხაზეთის საზღვარი

სამეგრელო– აფხაზეთის საზღვარი

-„მეორე დღეა, საზღვარზე გადასვლას ვცდილოთ, მაგრამ რუსი სამხედროები არ გვატარებენ,“–განაცხადა tspress-სთან საუბრისას, გალის რაიონის მკვიდრმა.

 

მოძრაობა შეწყვეტილია აფხაზეთიდან სამეგრელოს მიმართულებითაც.

 

რუხის ხიდზე საზღვრზე გადასვლის მომლოდინეთა თქმით, საზღვრის გახსნას საღამოს 17 საათისთვის ვარაუდობენ.

 

–„აფხაზეთში რაღაცები უნდა გაგვეგზავნა, მაგრამ იქიდანაც არავინ გამოატარეს. ველოდებით... ამბობენ, საღამოს შეიძლება გაიხსნასო,“–განაცხადა ერთ–ერთმა.

 

აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სამეგრელოს წარმოამდგენლობაში ადასტურებენ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის ჩაკეტვის მიზეზი, ანქვაბზე თავდასხმაა.

 

გუდაუთიდან სოხუმისკენ მიმავალი დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის, ალექსანდრე ანქვაბის ესკორტზე თავდასხმა გუშინ მოხდა.

 

მანქანას ყუმბარმტყორცნიდან და ტყვიამფრქვევიდან ესროლეს, გზაზე კი ფუგასი აფეთქდა.

 

დაიღუპა დაცვის ორი წევრი, თავად ანქვაბი არ დაშავებულა.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED