ანქვაბის კორტეჟზე თავდამსხმელებს სამხედრო ვერტმფრენებით ეძებენ

2012.02.22 ავტორი:

აფხაზეთის დე–ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ანქვაბზე თავდამსხმელებს აფხაზეთის სამხედრო ძალების ვერტმფრენებით ეძებენ.

ბოლო მონაცემებით, ანქვაბზე თავდამსხმელებმა თავი მთებს შეაფარეს. ძებნაში ადგილობრივი ძალოვანები სრული შემადგენლობით არიან ჩართული.

 

ანქვაბის კორტეჟზე თავდასხმა დღს დილით მოხდა, როცა ის გუდუთიდან სოხუმის მიმართულებით მიდიოდა. გზაზე ფუგასი აფეთქდა, მანქანები ტყვიამფრქვევებითა და ყუმბარმტყორცნიდან დაცხრილეს. 

 

ანქვაბი არ დაშდავებულა, თუმცა მისი დაცვის ერთი წევრი ადგილზე, მეორე კი საავადმყოფოშ მიყვანის შემდეგ დაიღუპა.

 

2005 წლის შემდეგ ეს ანქვაბზე რიგით მეხუთე თავდასხმაა. 

 2010 წელს მისი საცხოვრებებლი სახლი დაცხრილეს. 

 

მომზადებულია რუსული მედიის მიხედვით.

ანქვაბის სახლზე თავდასხმა. 2010წ. "რია ნოვოსტის" ვიდეო

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED