ანქვაბზე თავდასხმა მოხდა

2012.02.22 ავტორი:

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბზე თავდასხმა მოხდა. პრეზიდენტი არ დაშავებულა. დაჭრილია მისი ერთ-ერთი მცველი და ის საავადმყოფოში იმყოფება. დაცვის ერთი წევრი კი გარდაიცვალა.

ანქვაბს თავს დაესხნენ, როცა მისი კორტეჟი გუდაუთიდან სოხუმისკენ მიემართებოდა. თავდასხმა დღეს დილით 08:22 საათზე მოხდა. უცნობმა პირებმა მის კორტეჟს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს.  გზის მონაკვეთზე, სადაც კორტეჟი იდგა ე.წ. "ფუგასიც" აფეთდა.

 

რუსული მედიის ცნობით, კორტეჟს ყუმბარმტყორცნიდანაც ესროლეს. 

 

 

 

ანქვაბი არ დაშავებულა, ის ამჟამად სოხუმში იმყოფება, იუწყება „ეხო მოსკვი“

 

 

ალექსანდრე ანქვაბი, დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტად  ბაღაფშის შემდეგ, გასულ წელს აირჩიეს. ანქვაბზე თავდასხმა, მისი პრემიერ-მინისტრობისა და ვიცე-პრეზიდენტობის დროს 2005 წლიდან ხუთჯერ განხორციელდა. 2010 წელს ანქვაბის სახლი დაცხრილეს.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED