ფოთის მერი კერძო საკუთრებებს კვლავ უკანონოდ ხელყოფს

2011.10.03 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში, რიონის სანაპიროზე განთავსებული 12მაღაზიის დემონტაჟიდაიწყო. ამის შესახებ მაღაზიის მეპატრონეებიმხოლოდ სიტყვიერად გააფრთხილეს, თუმცა მათი წინააღმდეგობის მიუხედავად მერიამ მაღაზიების ნაწილის ნგრევა მაინც განახორციელა.

საკრებულოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება აღნიშნული მაღაზიების დემონტაჟის შესახებ არ არსებობს.მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახური, ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას სიტყვიერ მითითებას ასრულებს.

 

რიონის სანაპიროზე განთავსებული მაღაზიების მეპატრონეების თქმით, ტერიტორიის გათავისუფლება გზის გაწმენდის მიზეზით მოთხოვეს, რის შემდეგაც, კერძო საკუთრებაში არსებული მაღაზიების უკანა მხარე ჩამოშალეს. უმრავლესობამ ვაჭრობა შეწყვიტა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევისა და კანონიერების დაცვის მოთხოვნის შემდეგ, დემონტაჟი დროებით შეჩერდა.

 

ფოთში, რიონის სანაპიროზე განთავსებული მაღაზიების დემონტაჟი არ იგეგმება, თუმცა მეპატრონეებთან შეთანხმების შედეგად შეიცვლება მაღაზიების კონსტრუქციები,“- განაცხადა ლემონჯავამ სამი დღის წინ გამართულ პრესკონფერენციაზეtspress.ge-ს მიერ დასმულ კითხვაზე.

მესაკუთრეთა თქმით, კონსტრუქციის შეცვლის წინადადებით მათთვის არავის მიუმართავს. მაღაზიების დემონტაჟი მერმა ალტერნატივის შეთავაზების გარეშე მოითხოვა, „კომპენსაციაზე ლაპარაკი არ ყოფილა, ამიტომ ჩვენ არ დავთანხმდით, რის შემდეგაც მაღაზიების მიმდებარედ გვაჩვენეს ტერიტორია, სადაც აუშენებულ შენობაში მერი ფართებს გვთავაზობდა, თუმცა ამის არანირი იურიდიულად გამყარებული გარანტია არ არსებობდა,“- აცხადებს ერთ-ერთი მაღაზიის მესაკუთრე, ფატი ჩარგაზია.

 

ძველი შენობის დემონტაჟსა და ახლის აშენებას (ან მზა კონსტრუქციის განთავსებას) მერია კომპენსაციის სანაცვლოდ თავად უზრუნველყოფს თუ ხარჯების გაღება მესაკუთრეს მოუწევს, რა გარანტიას გასცემს მერია დანგრევის სანაცვლოდ, ისევ რომ ააშენებენ ფართს უცნობია.

 

მერიის ადმინისტრაციული ზედამხედველობის უფროსის, მიშა აკობიას განცხადებით, სამსახურს მაღაზიების დემონტაჟის მოთხოვნით მეპატრონეებისთვის არ მიუმართავს. „ასეთი ახლა არ მახსენდება, თუ მეტყვით იმ თანამშრომელის სახელსა და გვარს უფრო შეიძლება გარკვევა,“- განაცხადა აკობიამ tspress.ge-სთან საუბრისას.

 

ფოთში საკუთრების ხელყოფის, მოქალაქეთა დაშინების, შანტაჟისა და მუქარის ეს უკვე მერამდენე ფაქტია. რამდენიმე ხნის წინ, მოქალაქე მამუკა ახობაძეს, მხოლოდ იმიტომ, რომ მერის სიტყვიერი მუქარის გამო საკუთარი ავტოსამრეცხაო არ დაანგრია, ობიექტის შესასვლელში მერის მითითებით ღობე ამოუშენეს, რითაც მისი საქმიანობის პარალიზება მოხდა.

კერძო საკუთრების ხელყოფისა და მერის მუქარის ფაქტზე მოქალაქე, ანჟელა ფხაკაძემ პოლიციას საჩივრითაც მიმართა.

2010 წლის ნოემბერში, ფოთის მერიამ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ავტოფარეხების დემონტაჟი მხოლოდ სიტყვიერი მითითებითდაიწყო და მუქარისა და შანტაჟის გზით ამ დროისთვის 2 223 ავტოფარეხი კომპენსაციის გაცემის გარეშე დაანგირია.

მერის განმარტებით, ქალაქის იერსახის გაუმჯობესების მიზნით საკუთრებაში არსებული ნაგებობების დემონტაჟი მოსახლეობამ თავად განახორციელა

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED