საკრებულოს თავმჯდომარე მესაკუთრეებს მხარდაჭერას პირდება

2011.10.31 ავტორი:

ფოთის საკრებულოს თავმჯდომარე, ვანო საღინაძე მოსახლეობას, რომელთაც მერია საკუთრებაში არსებული ავტოფარეხების დემონტაჟს, კომპენსაციის გაცემის გარეშე სთხოვს მხარდაჭერას ჰპირდება.

ვანო საღინაძე/საკრებულოს თავმჯდომარე

ვანო საღინაძე/საკრებულოს თავმჯდომარე

-„ამ კონკრეტულ საკითხზე ინფორმაციას არ ვფლობ. მოგვმართონ და დავეხმარებით, მხარდაჭერას ვუცხადებთ ყველა მათგანს“- განაცხდა tspress. ge -სთან საუბრისას საღინაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ 9აპრილის ხეივანზე #29 და #30  კორპუსის მაცხოვრებლებს მერის დავალებით სამსახურის წარმომადგენლები ავტოფარეხების დემონტაჟს მხოლოდ სიტყვიერი ბრძანების საფუძველზე თხოვენ. ისინი მერიის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგებიან.

 

-„ჩვენ საკრებულო ავირჩიეთ და არა მერი, ამიტომ ჩვნეთან ანგარიშვალდებულია საკრებულო და მათი დახმარების იმედი გვაქვს. მოთხოვონ პასუხი მათ არჩეულ მერს“- აცხადებს თამაზ გოგიშვილი.

 

მოსახლეობის საკუთრების დასაცავად, პროცესში ჩართულია ა/ო „საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო“.  იურისტების განმარტებით, საკუთრების უფლება აღიარებული და ხელშეუხებელია კონსტიტუციით  და სახელმწიფოს მხრიდან მისი ჩამორთმევის კონსტიტუციურ-სამართლებლივი საფუძვლები არსებობს.

 

კანონის თანახმად, საკუთრების ჩამორთმევა სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში  წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების შემდეგ უნდა მოხდეს.

 

წარმოადგენს თუ არა კერძო საკუთრება საზოგადოებრივ საჭიროებას „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრება , თუმცა ჩამონათვალში მითითებული არ არის, რომ საკუთრების ჩამორთმვა შესაძლებელია ქალაქის იერსახის გალამაზების მიზნითაც.

 

ყველა ამ კანონის გათვალისწინებით „გამჭვირვალობა- საქართველომ“ და მესაკუთრეებმა მერიას დემონტაჟის კანონიერი საფუძვლის მოთხოვნით წერილობით 26ოქტომბერს მიმართეს.  წერილში აღნიშნულია, რომ მესაკუთრეები თანახმა არიან საზოგადოებრივი საჭიროების დადგენის შემთხვევაში, კომპენსაციის მიღების შემდეგ  ფართი დათმონ. მათთვის  წერილზე პასუხი მერიას  ჯერ არ გაუგზავნია.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED