"იგრიკას" თანამშრომლები ეჭვობენ, რომ ტექნიკა საბაჟოზე დაზიანდა

2012.02.14 ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურისა და შპს „იგრიკას“ წარმომადგენლების  ინფორმაციით, ტელეკომპანიისთვის განკუთვნილი ტექნიკა საბაჟოზე თვითნებურად დააზიანეს. ამჟამად ტექნიკა თბილისშია და მისი შემოწმება გრძელდება.

მოძრავი სატელევიზიო სადგური/ TVC

მოძრავი სატელევიზიო სადგური/ TVC

მოძრავი სატელევიზიო სადგური შპს „იგრიკისთვის“ ლიტვიდან გამოიგზავნა. ტექნიკის ტრანსპორტირება საქართველოში ბათუმის პორტში ბორნით მოხდა.

 

შპს „იგრიკას“ შესყიდვებისა და ლოჯისტიკის სამსახურის უფროსის, გიორგი ლილუაშვილის განცახდებით, ტვირთი საბაჟოზე 4– 5სთ განმავლობაში თვითნებურად შეაფერხეს და ტექნიკის დათვალიერება „იგრიკას“ წარმომადგენლების გარეშე მოხდა.

 

–„ მძღოლები და ჩვენი წარმომადგენლები, რომლებსაც ჰქონდათ უფლება დასწრებოდნენ ტვირთის შემოწმებას, გარეთ გამოაძევეს. შემდეგ კი, დათვალიერება განხორციელდა ცალმხრივად, მხოლოდ საბაჟოს მიერ, შედეგად მივიღეთ ის, რომ ტექნიკის არც ერთი ელექტრონული მოწყობილობა არ ირთვება, მწყობრიდანაა გამოსული,“– განაცხადა tspress. ge -სთან საუბრისას ლილუაშვილმა.

 

მისი განცხადებით, ტექნიკა, რომ თავიდან დაუზიანებელი ჩამოვიდა გამოგზავნამდე სართაშორისო ბიუროს sjs -ის ჩატარებული შემოწმება და შემოწმებსი დასკვნის შესაბამისი დოკუმენტი ადასტურებს.

 

„იგრიკას“ წარმომადგენლის განცხადებით, ტვირთი თბილისში დაათვალიერა და შეამოწმა  sjs– ისა და გამომგზავნი კომპანიის წარმომადგენლებმა. ლილუაშვილის განცახდებით, ტექნიკა ამ წუთებში „იგრიკას“ ტერიტორიაზეა და დათვალიერება, თუ რას შეიძლებოდა დაზიანება გამოეწვია, ისევ მიმდინარეობს.

 

აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, ივანიშვილისა და  კომპანიის წარმომადგენლები ბრიფინგს მართავენ.

 

 

შპს "იგრიკას“   საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ 2011 წლის 9 სექტემბერს მისცა, 23 დეკემბერს კი თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება. „იგრიკა“ მართვის უფლებით ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია შპსაქცეპტს“ გადაეცა. კომპანიები ახალი ტელევიზიის შექმნას გეგმავენ.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED