Toyota Land Cruiser კუდ-ს ზუგდიდის ბიუჯეტისგან

2012.01.31 ავტორი: პაატა ლაგვილავა

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარ სამმართველოს ზუგდიდის ბიუჯეტიდან  ავტომანქანის შესაძენად 135 ათასი ლარი გამოეყო. 

გადაწყვეტილება ზუგდიდის საკრებულომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

 

საკრებულოს საფინანსო საკითხთა კომისიის თავმჯდომარის, ბესო გაბუნიას  თქმით „Toyota Land Cruiser“ –ის მარკის ჯიპს ზუგდიდის მუნიციპალიტეტი კუდს დროებით სარგებლობაში გადასცემს.

 

დეპარტამენტისთვის ავტომობილის შესაძენა ა.ი.პ. სპორტის განვითარების ცენტრის სუბსიდიების 135 ათასი ლარით შემცირების ხარჯზე მოხდა.

 

კუდის აფხაზეთის სამმართველოს უფროსმა რომან შამათავამ  ავტომობილის ყიდვის თხოვნით ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარემ წერილობით მიმართა.

ავტომობილის შეძენა საკრებულოს წევრმა, „თავისუფალი დემოკრატმა“ გია ალასანიამ გააპროტესტა.

 

– „შინაგან საქმეთა სამინისტრო ცენტრალური ბიუჯეტიდან კარგად ფინანსდება და თვითონ უზრუნველყოს საკუთარი დეპარტამენტისთვის ავტომანქანის ყიდვა. არგი იქნებოდა თუ ეს თანხა არა კუდს არამედ ზუგდიდს მოხმარებოდა» – განაცხადა ალასანიამ.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED