"ქართული ოცნების" მხარდამჭერს უშიშროებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ

2012.01.27 ავტორი:

"ქართული ოცნების" მხარდამჭერს, ეკატერინე ლემონჯავას შს სამინისტროს უშიშროების განყოფილებასთან თანამშრომლობას აიძულებდნენ. აღნიშნულზე განცხადება მან  სოზარ სუბართან ერთად, დღეს,  "ქართული ოცნების" ოფისში გააკეთა. 

"ქართული ოცნების" მხარდამჭერი ეკატერინე ლემონჯავა  რუსთაველის გამზირზე მდებარე როკ-კლუბს ხელმძღვანელობს.

 

სოზარ სუბარის ინფორმაციით, ლემონჯავა  როკ-კლუბის გვერდით მდებარე  შსს-ს უშიშროების განყოფილებაში იძულებით წაიყვანეს და მუქარისა და შეურაცხყოფის მიაყენებით უშიშროების სამსახურთან თანამშრომლობას აიძულებდნენ.

 

 

–"ჩემგან მოითხოვდნენ, რომ ქვეყნის ინტერესების გამო გარკვეულ ადამიანებზე ინფორმაცია მიმეწოდებინა უშიშროების სამსახურისთვის. მე სახელიც კი შემირჩიეს "როკერა", მაგრამ მაპატიოს ჩემმა სამშობლომ, თუ ამ შემთხვევაში ჩემი ღირსება უფრო მაღლა დავაყენე", - განაცხადა  ლემონჯავამ.

 

მან მომხდარზე წერილობით უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს მურთაზ ზოდელავას 

 

სუბარის განცხადებით,  ეკატერინე ლემონჯავას ინტერესებს ის   "ქართულ ოცნებასთან" ერთად დაიცავს

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED