ივანიშვილის პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალი ტელევიზიის გაკეთება იგეგმება

2012.01.12 ავტორი:

ბიძინა ივანიშვილის მეუღლის კომპანია შპს „აქცეპტისთვის" შპს „იგრიკას“  მართვის უფლების, რომელიც სამაუწყებლო ლიცენზიას ფლობს უსასყიდლოდ გადაცემისა და ახალი ტელევიზიის შექმნის შესახებ ინფორმაცია, ივანიშვილის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა, ნონა ყანდიაშვილმა დაადასტურა.

ბიძინა ივანიშვილის პრესსამდივნოს ინფორმაციით, "აქცეპტისთვის“  შპს "იგრიკის" მართვის უფლებით გადაცემის შემდგომ ტელევიზიის გაკეთება იგეგმება. რა პლატფორმის იქნება ტელევიზია, ჯერ უცნობია. პრესსამსახური დეტალებზე არ საუბრობს.

შპს  "აქცეპტისა და "იგრიკის" დირექტორი ტელერეჟისორი ლაშა შონიაა.

 

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "იგრიკას“   საკაბელო ქსელის გამოყენებით მაუწყებლობის ლიცენზია 2011 წლის 9 სექტემბერს მისცა, 23 დეკემბერს კი თანამგზავრით მაუწყებლობის უფლება. 

 

 აპირებს თუ არა და როდიდან შპს „იგრიკა" მაუწყებლობის დაწყებას ჯერ უცნობია. 

 

რამდენიმე დღის წინ შპს „იგრიკას" დირექტორი, ლაშა შონია და ივანიშვილის პრესმდივანი ირაკლი ტრიპოლსკი „კავკასიის უნივერსიტეტის მედია სკოლის" სტუდენტებს და კურსდამთავრებულებს შეხვდნენ,  ტელევიზიის შექმნასა და ახალბედა ჟურნალისტთა ვაკანსიებზე ესაუბრნენ, თუმცა კონკრეტულ გეგემბზე,  წინადადებებსა და შეთავაზებებზე საუბარი არ ყოფილა.

 

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED