ბანკ "ქართუს" შსს– მ თანხა დაუბრუნა

2012.01.12 ავტორი:

ბანკ "ქართუს" შსს-ს მიერ  2011 წლის 18 ოქტომბერს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული თანხა დაუბრუნეს. 2 მლნ დოლარი და 1 მლნ ევრო ბანკის ანგარიშზე გადაირიცხა. ქართუს" პრეზიდენტის ნოდარ ჯავახიშვილის განმარტებით,  აღნიშნული გადარიცხვა კანონდარღვევით განხორციელდა. მისი თქმით, სპეცოპერაციის შედეგად ამოღებული საინკასაციო მანქანა კი, ბანკისთვის ამ დრომდე არ გადაუციათ.

ბანკ "ქართუს"– თვის თანხის დაბრუნების საკთხზე  მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ "სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით (უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - ფულის გათეთრება) დაწყებული გამოძიების ფარგლებში ნაღდი ფულის სახით ამოღებული თანხა, კანონმდებლობის შესაბამისად, ბანკ "ქართუს" ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების სახით გადაირიცხა, რაც მათი გამოყენებით უკანონო შემოსავლის ლეგალიზების საფრთხეს გამორიცხავს"


ოფიცილაური ინფორმაციით,  ბანკი "ქართუზე"  მიყენებული ზარალი ამ ეტაპზე 67 მლნ-ს შეადგენს. 

 


სამართალდამცავებმა ფულის გათეთრების ბრალდებით, "ქართუს" თანამშრომლები, 2011წლის 18 ოქტომბერს დააკავა. 

 

სამინისტროს ინფორმაციით,  სისხლის სამართლის საქმე აღძრულია საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით. ( განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრება) საქმეს იძიებს ძველი თბილისის რაიონული სამმართველო.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED