ფოთში „რედისონის“ მშენებლობა ქონების დაყადაღების გამო შეჩერდა [Video]

2012.01.11 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთში ტერიტორია, სადაც სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა უნდა დაწყებულიყო დაყადაღებულია,  სამუშაოები კი შეჩერებული.

„რედისონის“ მშენებლობა  ქალაქის ცენტრში,  ყოფილი სასტუმრო “კოლხეთის“ ადგილზე უნდა დაწყებულიყო, მანამდე კი იქ ძველი შენობის დემონტაჟის სამუშაოები მიმდინარეობდა. 

ამ დროისთვის დემონტაჟის პროცესი შეჩერებულია, ადგილზე მხოლოდ დარაჯი იმყოფება, მისი თქმით, სამუშაოები დაყადაღების შემდგომ,  ახალ წლამდე რამდენიმე დღით ადრე შეჩერდა

 

–„ ხელმძღვანელობის თხოვნით, სამი დღე, რაც აქ ვარ, როცა  მოვედი „ლუქი“ მოხსნილი დამხვდა. მითხრეს ყადაღა მოიხსნაო“– აცხადებს დარაჯი. მისი თქმით, დღეს ადგილზე შენობის მესაკუთრისა და ადგილობრივი ხელისუფელბის მისვლა იგეგმებოდა.

 

 

შენობის მფლობელი სერგი აბაშიძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ფოთის მერის, ვახტანგ ლემონჯავას ინფორმაციით კი,  საქმის წარმოება კანონის ფარგლებში მიმდინარეობს  და შენობას  ყადაღა უახლოეს დღეებში მოეხსნება.

 

სამეგრელო– ზემო სვანეთის სააღსრულებლო ბიუროს აღმასრულებლის, თეიმურაზ ხარძიანის განმარტებით, მფლობელს შპს  „მირან დევლოპმენტის“ დავალიანება აქვს და ქონება იპოთეკითაა დატვირტული.  მისი თქმით, სასამართლო გაადწყვეტილების შემდგომ  საქმე აღსრულებისთვის ბიუროს გადაეცა, რის შემდგომაც დაედო ყადაღა.

 

–„თუ არა ეკუთვნის ვალის გადახდა და არასწორად დაიწყო აღსრულება ამაზე  სასამართლომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მაგრამ ასევე სასამართლოს მფლობელზე თანხის გადახდა უკვე დაკისრებული აქვს“– აცხადებს tspress.ge- სთან საუბრისას აღმასრულებელი.

მისი თქმით, ამ დროისთვის აღსრულების პროცესი დროებით შეჩერებულია, თუმცა ქონება ისევ დაყადაღებულია.

 

 

კანონის თანახმად, როცა ქონებას ყადაღა ადევს  მისი განკარგვის ან იქ რაიმე სახის სამუშაოების განხორცილების უფლება იკრძალება.

 

„რედისონის“ მშენებლობაზე ინფორმაცია პირველად ქალაქის მერმა გაახმოვანა. შენობის მფლობელი, სერგი აბაშიძე კი, პრეზიდენტის მიერ მოწონებულ და მხარდაჭერილ პროექტზე საუბრობდა. მისი თქმით, პრეზიდენტმა 5ვარსკვლავიანი სასტუმროს დაჩაქარებული ტემპით მშენებლობა ითხოვა. მესაკუთრე სამუშაოების დასრულების დროდ 2013წელს ასახელებდა.

 

 

სერგი აბაშიძემ სასტუმრო „კოლხეთი“ 90-იან წლებში  მეორე მოწვევის საკრებულოს წევრის, ტარიელ ბაბილუასაგან, 700 ათას ლარად შეიძინა.  შენობაში წლების განმავლობაში აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები ცხოვრობდნენ. ისინი შენობიდან 2011წელს გაასახლეს და ბინა მალთაყვაში დევნილთა ახალ რაიონში მისცეს.  

 

თავდაპირველი  შეთანხმების თანახმად, „რედისონის“ მშენებლობის პროექტის ღირებულება 17 მილიონი დოლარია, საიდანაც ნაწილი აბაშიძემ, ნაწილი კი უცხოელ პარტნიორმა, კომპანია „მურანომ“ უნდა გაიღოს. სასტუმროს ოპერატორად–  „რედისონი“, მფლობელებად კი აბაშიძე და მისი უცხოელი პარტნიორები სახელდება.

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED