"ქართუ ჯგუფი" საერთაშორისო ორგანიზაციებს ხვდება
2012.01.06
სასტუმრო მარიოტში "ქართუ ჯგუფის" წარმომადგენლები მათი ტვირთებისთვის საბაჟოზე შექმნილ პრობლემების შესახებ დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ხვდებიან. "ქართუ ჯგუფის" წარმოამდგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საერთაშორისო ორგანიზაციებს საბაჟო ტერმინალებიდან გამოტანილ არამუშა მდგომარეობაში არსებული ტვირთების ამსახველ ვიდეო მასალებსაც გადასცემენ.
–"თუკი აქამდე "ქართუ ჯგუფის" ტვირთების დათვალიერების აუცილებლობა მხოლოდ 5-10%-ის შემთხვევაში იქმნებოდა, ახლა ტვირთების 100% აჩერებენ და დეტალურ შემოწმებას უტარებენ. 7 ოქტომბრიდან მოყოლებული, რაც ბიძინა ივანიშვილმა პოლიტკაში მოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა, ჩვენი ყველა ტვირთი ე.წ. წითელ დერეფანში ხვდება", - აცხადებს ვლადიმერ ხუნდაძემ.
"ქართუ ჯგუფის" ინფორმაციით, საბაჟოზე მათი ტვირთების მიზანმიმართულად დაზიანებაც ხდება, რასაც ექსპერტიზის დასკვნებიც ადასტურებს.