ლევან ბერძენიშვილი: „ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსული პროექტი“ [Video]

2011.12.19 ავტორი: პაატა ლაგვილავა

რა შეიცვლა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ ქართულ პოლიტიკაში და რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს არჩევნებამდე ერთი წლით ადრე, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე TSPress.ge-ს „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერი ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა.

ინტერვიუში ლევან ბერძენიშვილი მოვლენების განვითარების სამ შეაძლო სცენარზე საუბრობს:

-ბატონო ლევან, რა შეცვალა ივანიშვილის გამოჩენამ ქართულ პოლიტიკაში?


-ივანიშვილის გამოჩენამ გააქტიურა ელექტორატი. ის ადამიანები, რომლებიც არასოდეს ფიქრობდნენ არჩევნებში მონაწილეობას, დღეს მზად არიან ამისათვის, რამაც გაზარდა დემოკრატიის ხარისხი. ვითარება ასეთი იყო- ოპოზიციას  არანაირი შანსები არ ქონდა, რომ შეეცვალა ხელისუფლება და მაქსიმუმი, რაზეც ეოცნება ის იყო, რომ მიხეილ სააკაშვილს არ ჰქონოდა საკონსტიტუციო უმრავლესობა. თუმცა, ამ მიზნის მიღწევაც შეუძლებელი ჩანდა. ახლა ვითარება მკვეთრად შეიცვალა, ვინაიდან ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მისი რეიტინგი იმდენად მაღალია, რომ მას აქვს პრეტენია გამარჯვებაზე. ყოველ შემთხვევაში, იმაზე ლაპარაკი, რომ მიხეილ სააკაშვილს ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა, დამთავრდა. ახლა ლაპარაკია, ნაცმოძრაობა შეძლებს თუ არა გამარჯვებას. ივანიშვილის მოძრაობა უკვე ფლობს მაღალ რეიტინგს და მისი რეიტინგი გაიზრდება, როგორც კი დაიწყება ღრმა პოლიტიკური აქტივობა. ამ ერთი გამოჩენით რეალურად ყველაფერი შეიცვალა. სააკაშვილს პირველად თავისი პოლიტიკური ცხოვრების მანძილზე ხვდება ძალა, რომელსაც აქვს საპარლამენტო არჩევნებზე მისი დამარცხების უნარი.

 

-როგორ იმოქმედებს ივანიშვილის ირგვლივ შეკრებილი ოპოზიციური გაერთიანება თუ არ მოგვარდება ივანიშვილის მოქალაქეობის პრობლემა, ან თუ იქნებით ხელისუფლების მიერ გამოცხადებული რუსულ პროექტად, ქვეყნის მოღალატეებად, ან როგორ მოიქცევით თუ მოხდება არჩევნების გაყალბება. ეს სამი სცენარი რომ განვიხილოთ, როგორ იმოქმედებთ კონკრეტულ სიტუაციაში?


- ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ივანიშვილს ჩამოართვა მოქალაქეობა. იმ ქვეყანაში, სადაც უამრავ უცხოელს საჩუქრად მიენიჭა საქართველოს მოქალაქება, მოქალაქეობა ჩამოართვა კაცს, რომელმაც მთელი ისტორიის განმავლობაში, ყველაზე მეტი დაახარჯა ქართულ მეცნიერებას, კულტურას, ცოტა არ იყოს გაუგებარია და ეს შეცდომა იყო. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება საერთაშორისო საზოგადოებისა და ქართული საზოგადოების ზეწოლით ამ შეცდომას გამოაწორებს.

 

ვთქვათ, არ აღუდგინონ მოქალაქეობა ბიძინა ივანიშვილს - ასეთ შემთხვევაში, ის თვითონ ვერ შექმნის პოლიტიკურ პარტიას, მაგრამ უკვე ნათქვამია, რომ ასეთი პოლიტიკური პარტია მაინც შეიქმნება, რომელიც ასე თუ ისე, მაინც დაკავშირებული იქნება მის სახელთან. ამ შემთხვევაშიც, პარტია მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში და გამარჯვების დროს, ბიძინა ივანიშვილს მიანიჭებს იმ თანამდებობას, რომელსაც მიიჩნევს საჭიროდ.

 

რაც შეეხება იმ სცენარს, თუ ეს გამარჯვება მოპოვებული იქნება, მაგრამ ხელისუფლება დააპირებს მის მითვისებას, ასეთ შემთხვევაში მთავარი ამოცანაა ამ გამარჯვების მოპოვება, თორემ ხელისუფლება რას გამოაცხადებს, ძალიან დიდად მნიშვნელოვნი არ აქვს.

 

ჯერ ერთი, ცესკოც როდესაც ხედავს გამარჯვებული ერთი არის და დამარცხებული მეორე, სხვანაირად იქცევა. ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა არჩევნები მოიგოს და სააკაშვილმა განაცხადოს, არა მე მოვიგეო, წარმოუდგენელი მეჩვენება არსებულ საერთაშორისო ვითარებაში. ადრე, როდესაც ეს მოხდა, მოხდა იმიტომ, რომ სააკაშვილს ჰქონდა საერთაშორისო მხარდაჭერა. ახლა ასე არ არის, ბიძინა ივანიშვილს აქვს უფრო მეტი შანსები ამ თვალსაზრისით.

 

რაცშეეხება რუსულ სცენარს, ეს ყოველდღიურად ხდება. ჯერ ერთი, ბიძინა ივანიშვილი არ არის რუსული პროექტი, მაგრამ თუკი ვინმე როდესმე დაამტკიცებს, რომ მას რუსეთი მოსწონს ან არ მოსწონს, ეს ყოველთვის იქნება სისულელე პოლიტიკური თვალსაზრისით, რადგან ამაზე ადამიანი არ ისჯება. საქართველოში პრორუსული პოლიტიკოსების დრო არასოდეს არ დადგა და არც დადგება, ამ საკითხზე ქართველ ხალხს აქვს ერთიანი პოზიცია. ივანიშვილის დასავლური ორიენტირი განსაზღვრულია იმითაც, თუ რა პარტიები აირჩია მან სათანამშრომლოდ. რუსული რომ ნდომოდა, იპოვიდა იმ ხალხს, ვისაც რუსეთთან უფრო უკეთესი მდგომარეობა აქვს.

 

-დავითაშვილი და კონსერვატორები?


- მე ვთვლი, რომ ყველა ის ძალა, ვისთანაც ერთად ჩვენ ვიყავით ექვსიანში და რვიანში, ყველა მისაღებია, რადგან ჩვენ ჩავთვალეთ, რომ მათთან თანამშრომლობა შესაძლებელია. დავითაშვილი და ძიძიგური არიან ამ ალიანსში, მაგრამ არ არიან, როგორც პოლიტიკური სუბიექტები. მიუხედავად იმისა, რომ იყო დავითაშვილისა და კონსერვატორების მხრიდან კავშირი რუსეთთან, მე არა მგონია, რომ ჩვენი პოლიტიკა ამ ადამანების წარსულით განისაზღვროს, როცა აქეთ არის ივანიშვილი, რომელიც 8 წელია რუსეთში არ ყოფილა, რომელმაც ბიზნესის 2/3 რუსეთიდან ევროპაში გაიტანა და დარჩენილ 2/3-საც ყიდის, ან რესპუბლიკელები, რომლებსაც სერთოდ პრორუსული არასდროს არაფერი ჰქონიათ. თუმცა, ხელისუფლება ყველას აბრალებს ყველაფერს, მაგრამ ეს არის ლაპარაკი და ამით იურიდიული არაფერი არ გამომდინარეობს. ვერავინ ვერავის ვერ აუკრძალავს არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ იმიტომ, რომ  სააკაშვილმა თქვა რუსეთის კაცი არისო. მინდა გითხრათ, რომ ივანიშვილი არ არის რუსეთის კაცი. რუსეთის კაცი, რომ ყოფილიყო უფრო მეტ ხმას მიიღებდა, მაგალითად, კახეთში, სადაც ძალიან აინტერესებთ რუსულ ბაზარზე დაბრუნება.(გულისხმობს სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებს-ავტ)

 

- რაც შეეხება ნატოს და ევროკავშირს, ძალიან ბევრი საუბარია ამასთან დაკავშირებით, თქვენ რას ფიქრობთ?


- ხელისუფლებამ ძალიან კარგად გაიგონა, ძალა აცხადებს, რომ ჩვენი არჩევანი არის ნატო და ევროკავშირი. ამბობენ, ერთხელ ახსენეს მარტოო. რა მნიშვნელობა აქვს: თუ გინდა, მთელი გამოსვლის განმავლობაში ხუთჯერ ვიტყვი. ილაპარაკოს ხელისუფლებამ ნატოზე და რას მიაღწია ვხედავთ. ჩვენ ნატოში ინტეგრაციას ვაპირებთ და როგორც ჩანს, ჩვენ ვიქნებით ის ხელისუფლება, რომელიც ამას შეძლებს. ჩვენ დასავლური ორიენტაცია გვაქვს, ნატო და ევროკავშირი ჩვენთვის არის გაცილებით სერიოზული ამოცანა, ვიდრე ამ ხელისუფლებისთვის.

 

- ბოლო არჩევნებზე, ოპოზიციამ უფრო დიდი მხარდაჭერა დედაქალაქში მოიპოვა. რეგიონები ნაკლებად იყო ოპოზიციურად განწყობილი. რას გეგმავთ  რეგიონებში?


- ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ  რეგიონები იყვნენ მეტად ინფორმირებულები და არ დავუშვათ, რომელიმე რეგიონში იყოს თბილისისა და ქუთაისისგან გნსხვავებული მდომარეობა საარჩევნო თვალსაზრისით. თუ დედაქალაქში სააკაშვილი არ მოსწონთ, ის, არც რეგიონებშიც უნდა მოსწონდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, გაუგებარია პოლიტიკაში უფრო მეტად ერკვეოდეს რომელიმე ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონი, ვიდრე ქალაქი თბილისი. ამიტომაც ამ მიმართულებით მუშაობა გაიშლება და ჩვენი ხალხი გამოჩნდება იმ ადგილებში, სადაც მათ ნაკლებად ელიან. მათ შორის, აქ, სამეგრელოს რეგიონში ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს სამუშაო, რადგან ამ რეგიონში მმართველ პარტიას აქვს მნიშვნელოვანი დასაყრდენი.

 

- რა შემთხვევაში იტყვიან „რესპუბლიკელები“ ივანიშვილთან კოალიციაზე უარს?


- ასეთი რამ ჯერჯერობით არ ყოფილა, სადაც ჩვენ ვერ შევთანხმდით. იმიტომაც გამოცხდდა წინასწარ ჩვენი ერთობა, რადგან  ჩვენ ვერ ვხედავთ საკითხებს, სადაც საერთო გაგება არ გვექნება. ჩვენს შორის, ამჟამად არ არის არც ერთი გაურკვეველი საკითხი, ამიტომ მე არ ვიცი რა უნდა მოხდეს ისეთი, რომ ეს კოალიცია არ შედგეს.

 

სამი პარტია იქნება ჩვენს კოალიციაში სარჩევნო სუბიექტად წარმოდგენილი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ აქ იქნებიან დავითაშვილი, ძიძიგური და სხვა პოლიტიკოსები. ახლა ჩვენ ვართ ხელისუფლების ალტერნატივა. შესაძლოა, ვიღაც ძალებმა შექმნან მესამე ცენტრი, მაგრამ ჩვენი ადგილი უკვე განსაზღვრულია: „რესპუბლიკელები“ იქ იქნებიან, სადაც ახლა არის ბატონი ივანიშვილი, ირაკლი ალასანია, რადგან იქ არის ჩვენი ადგილი. ასევე იქნება ძალიან ბევრი ღისეული ადამიანი საკუთრივ ივანიშვილის პარტიაში.

 

- ივანიშვილმა თქვა, რომ შუა უნდა გაიკრიფოსო. თქვენ რას ფიქრობთ „შუაზე“, ასე ვთქვათ, ქრისტიან-დემოკრატებზე და მსგავს პარტიებზე?


- ეს არის ივანიშვილის განცხადება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში შავ-თეთრი არჩევნები ტარდება-ხოლმე და ეს უნდა გაიკრიფოს ნიშნავს იმას, რომ გაიკრიფება კიდეც. კარგია ეს თუ ცუდია, ასეთი მოთხოვნილებაა საქართველოში, როცა ორი ძლიერი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს პოლიტიკური ასპარეზისთვის, სივრცე არ რჩებათ სხვა ძალებს.

 

„ნაცმოძრაობა“ და „ქართული ოცნება“, ალბათ, მთელი ელექტორატის 80%-ს წავიღებთ, დარჩენილ 20%-ს, ალბათ, სხვები გადაინაწილებენ. ბარიერს, ვფიქრობ, სამი პარტია თუ გადალახავს. ყველაზე მაღალი შანსი ამ ბარიერის გადალახვის ექნება „ქრისტიან-დემოკრატიულ“ მოძრაობას. შედარებით შემცირებული აქვთ შანსები: „ლეიბორისტებსა“ და „ეროვნულ ფორუმს“. მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდეს პარლამენტში ისეთ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლებასას და დანარჩენ ოპოზიციას სერიოზული ხმები დააკლდა ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით. მოვიდა კაცი და ეგრევე 32% წაიღო, ეს პროცენტები ვიღაცის იყო, ჰაერიდან არ მოსულა. მან „ლეიბორისტების“, „ქრისტიან-დემოკრატების“ და „ნაციონალების“ ხმების დიდი წილი წაიღო. როცა რვიანი დაშალეს „ქრისტიან-დემოკრატებმა“ და „ახალმა მემარჯვენეებმა“ გადადგეს მცდარი ნაბიჯი, ვიღაცები შეიძლება ნანობენ კიდეც ამ ნაბიჯს. მოთმინება, რომ ჰქონოდათ, ახლა სხვაგან იქნებოდნენ.

 

- რა პოლიტიკური თვისებეის შეძენა მოუწევს ივნიშვილს, რაც მას როგორც ბიზნესმენს აკლია. იგივე მედიასთან ხისტი დამოკიდებულება და აშ.


- მედიასთან პირველი განცხადების შემდეგ, დამოკიდებულება ნელ-ნელა იცვლებოდა. პოლიტიკური განცხადებებიც უფრო დიპლომტიური გახდა, ვიდრე თავიდან. სულაც არ მგონია ეს შეცდომა. თავიდან კაცი რომ შემოდის პოლიტიკაში, თავს აფიქსირებს გაცილებით მკაცრი რიტორიკით და შემდეგ ეს იცვლება. პირველ რიგში, რაც უნდა აითვისოს  ბიძინა ივანიშვილმა ის არის, რომ პოლიტიკა ბიზნესი არ არის, ამიტომ პოლიტიკაში უპრო მეტი კომპრომისი ხდება, ვიდრე ბიზნესში და პოლიტიკაში უფრო დიპლომტიურ ენაზე საუბრობენ.

 

მომავალი ერთი წლის განმავლობაში ჩვენ უფრო ჩამოყალიბებულ პოლიტიკოსს მივიღებთ. პირველივე განცხადების შემდეგ, ის გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკოსი, ახლა დანარჩენი ტექნიკის საკითხია, რაც მას ნამდვილად არ აკლია.

 

ყველაფერი მომაბეზრებელი არის, მით უმეტეს, როცა კანონი ამბობს, ვიღაცას ამოეწურა ვადაო. ივანიშვილი ღმერთმა გვაჩუქა იმისათვის, რომ სააკაშვილის პრობლემასთან ერთად, საქართველოს პრობლემაც გადავწყვიტოთ, რადგან მას სჭირდება მუდმივად განახლება, თუნდაც პოლიტიკის სფეროში. 

 

იხილეთ ვიდეო

 

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED