ფოთის მერია ისევ ანგრევს

2011.12.09 ავტორი: იზა სალაყაია

ფოთის ადმინისტარციული ზედამხედველობის სამსახურმა ნებართვის გარეშე დადგმული ავტოფარეხის მეპატრონე, ვალენტინა კოპალაძე  500ლარით დააჯარიმა. მისი თქმით, მას ჯარიმა წინასწარი გაფრთხილების გარეშე გამოუწერეს.

კომპალაძე აცხადებს, რომ ეზოში ყველა ავტოფარეხი უნებართვოდ დგას, თუმცა მერიამ მხოლოდ ის დააჯარიმა. მეპატრონე კანონის შერჩევით აღსრულებას და მის დაჯარიმებას მერიაში შეტანილ წერილს უკავშირებს, რომლითაც ის იურიდიულ საკითხებში გარკვევასა და ავტოფარეხების დანგრევის შესახებ განმარეტებებს ითხოვდა.

ფოთში, თავდადებულის ქ. 9 ბინის ეზოში, სადაც ვალენტინა კოპალაძე ცხოვრობს 19 ავტოფარეხი ე.წ  წითელ ზოლშია (მიწის ნაკვეთი, რომელიც სარგებლობისთვის და კორპუსის უსაფრთხოებისთვის ბინის ყველა მესაკუთრეს ეკუთვნის)  მოხვედრილი. მაცხოვრებლებს ადმინისტრაციული ზედამხედველობის სამსახურმა ავტოფარეხების დემონტაჟი სიტყვიერი გაფრთხილების საფუძველზე მოსთხოვა და არანაირი წერილობითი განმარტება– ნებართვის არარსებობის, ინფრასტრუქტურის იერსახის დამახინჯების თუ სხვა რის გამო უნდა დაენგრიათ ნაგებობა არ წარუდგენიათ.

 

5ოჯახმა დემონტაჟი იმავდროულად განახორციელა, სხვა მეპატრონეებმა კი მერიას განმარტება და საკითხის გარკვევაში დახმარება წერილობით თხოვეს. კოპალაძეს განცახდებით, კოლექტური წერილი მერიაში თავად შეიტანა.  

 

პასუხის მიღებამდე კი ადმინისტრაციული ზედამხედველობის თანამშრომლების სიტყვიერი ბრძანების შესრულებაზე უარი განაცხადა, რის გამოც სამსახურის წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის თანახმად,  მას  500ლარიან ჯარიმა გამოუწერეს. (ადმინისტრაციული კოდექსისი, 150–ე  მუხლი–  უკანონო შნობა ნაგებობის, კონსტრუქციის და აშ განთავსება)

 

„ვითხოვდი წერილობით განმარტებას, ვინ და  რის გამო მთხოვდა ავტოფარეხის დემონტაჟს, რომ იმისდამიხედვით მემოქმედა, იქნებ კანონით შესაძლებელია მისი შენარჩუნებას. პასუხი ვერ მივიღე და სანაცვლოდ დამაჯარიმეს.

 

ქალაქში უმრავლესობას თავის დროზე ნებართვის გარეშ აქვს დადგმული ავტოფარეხები, გამოსავალი ხომ უნდა არსებობდეს, პირდაპირ დაუნგრიეს ხალხ, ყველა დაყვა ამ მოთხოვნას, არავის უკითხავს კანონით რა გამოსავალი შეიძლებოდა ყოფილიყო?“– აცხადებს კოპალაძე, რომელმაც ჯარიმის ოქმზე ხელი არ მოაწერა.

 

 

ადვოკატ, გიორგი მოისწრაფიშვილის განმარტებით, კანონმდებლობით ნებართვის მოპოვება შესაძლებელია, ამიტომ მოქალაქეს კანონით მინიჭებული ყველა უფლების გამოიყენების საშუალება უნდა მიეცეს და მხოლოდ ამის შემდგომ  უნდა დადგეს საბოლოო გადწყვეტიელბა დემონტაჟის შესახებ.

 

–„მოქმედი სამოქალაქო და ადმინისტრაციული კანონმდებლობიდან გამომდინარე ყველა მოქალაქეს შეუძლია საკუთარი უფლებების სასამართლო წესით დაცვა.  სასამართლოზე ორივე მხარის არგუმენტებით ხდება გარკვევა  შესაძლებელია თუ არა ავტოფარეხების დაკანონება, ანუ მათი ფაქტობრივი ფლობის იურიდიული აღიარება.

თავის მხრივ ავტოფარეხის კონკრეტულ ადგილზე განთავსების შესაძლებლობა, უშლის  თუ არა რამეს ხელს განიხილება ადმინისტრაციული წესით, და ამ სფეროში ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ ლიბერალური და დემოკრატიულია.  კანონის თანახმად,  ყველა ამ პრობლემის მოგვარება ისე შეიძლება, რომ უსამართლობის განცდა არ დარჩეს მოქალაქეს“– აცხადებს მოისწრაფიშვილი.

სტატიები
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED