ყოფილი პატიმარი პოლიციის უფროსსა და პროკურორს შანტაჟსა და ლიკვიდაციით მუქარაში ამხელს [Video]

2013.08.14 ავტორი: იზა სალაყაია

ყოფილი პატიმრის, მამუკა ლაშქარავას განცხადებით, ფოთის პოლიციის უფროსი ქვეყნის დატოვებას აიძულებს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას ლიკვიდაციით ემუქრება. Tspress - თან საუბარში ლაშაქრავა ასევე პროკურატურისა და პოლიციის მაღალჩინოსნებს შანტაჟსა და ჩვენების იძულებით მიცემაში ამხელს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვს. ის კონკრეტული პირების ვინაობასაც ასახელებს.

მამუკა ლაშქარავა

ლიკვიდაციით მუქარა ქვეყნის დატოვების მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო

 

მამუკა ლაშქარავას განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში,  6-თვიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, ქვეყნის დატოვება ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, ფოთის პოლიციის უფროსმა, ზურაბ ალანიამ მოთხოვა.

 

მისივე მტკიცებით,  ალანიამ ის დაიბარა და თვის ბოლომდე საზღვრის გადაკვეთა უბრძანა.

 

„ციხიდან ფეხმოტეხილი გამოვედი, ინსულტიც გადავიტანე, ამიტომ ვთხოვე მკურნალობის დასრულებამდე ეცლია, თუმცა კატეგორიული უარი განაცხადა. პირისპირ შეხვედრისას წინააღმდეგობა არ გამიწევია და დავთანხმდი,“- აცხადებს ლაშქარავა.

 

მისი თქმით, ამის შემდეგ, ქვეყნის დატოვების მოთხოვნა, აგვისტოს დასაწყისში ნაბადის უბნის პოლიციის უფროსმა, პაატა ალექსანდრიამ მოთხოვა, რომელმაც მას განუმარტა, რომ სამხარეო პოლიცია სპეცოპერაციას გეგმავს, რა დროსაც მისი ლიკვიდაციაა დაგეგმილი.

 

„ალექსანდრიამ მითხრა, პოლიციის უფროსის სახელით გელაპარაკებიო, სამხარეოდანაა დავალება მიღებული, ჩაგცხრილავენ, იარღასაც ჩაგიგდებენო. ვინ არ დაიჯერებს, რომ შენ იარაღი არ გქონდაო. იტყვიან, რომ ორმხრივი სროლა იყო და პოლიციას წინააღმდეგობა გაუწიე, ასეთ დროს კი პოლიციას სროლის უფლება აქვსო,“- აცხადებს ლაშქარავა.

 

ლაშქარავას ადვოკატ ზაურ კინტირაიას განცხადებით, პოლიციელების მხრიდან არაერთი დანაშაულს აქვს ადგილი, მათ შორის უფლებამოსილების გადამეტებასა და მუქარას. მისი თქმით, მოქმედი კანონმდებლობა ქვეყნის დატოვების მოთხოვნას არ ცნობს, თუნდაც დამაშავე იყოს პირი.

 

„თუ პირი დამანაშავეა ქვეყნიდან კი არ უნდა გააპარო, უნდა დააკავო, დანაშაული დაუმტკიცო და სასჯელი მიუსაჯო,“- აცხადებს იურისტი.

 

ლაშქარავას თქმით, მიუხედავად მუქარისა ის ქვეყნის დატოვებას არ აპირებს, მისი თქმით, ქვეყანას საკუთარი სურვილით დატოვებს და არა იძულებით. ის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას სამართალდამცავ უწყებებს აკისრებს.

 

                                     



                        შანტაჟითა და იძულებით მისჯილი 6-თვიანი პატიმრობა 

 

მამუკა ლაშქარავა სხვადასხვა დანაშაულის გამო მოხდილი 19 წლიანი პატიმრობის შემდეგ, გასული წლის  ივნისში გათავისუფლდა. ის შსს სამინისტროს მიერ “განსაკუთრებით საშიშ რეციდივისტადაა” მოხსენიებული.

 

ლაშქარავას თქმით, ჯერ კიდევ არჩევნებამდე, მას ქვეყნის დატოვება, პოლიციის ყოფილმა უფროსმა, დიტო შენგელიამ მოთხოვა. „მითხრა, რაღაცას ჩაგიგდებენ და მაინც დაგიჭერენ, ამიტომ სჯობს ქვეყანა დატოვოო. მეც უკრაინაში წავედი“- ამბობს ლაშქარავა.

 

ის საქართველოში არჩევნების შემდეგ დაბრუნდა. ლაშქარავას განცხადებით, ქვეყნის დატოვების 10-დღიანი ვადა ფოთის პოლიციის ამჟამინდელმა უფროსმა, ზურაბ ალანიამაც მოთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებით დაემუქრა. პოლიციამ მიმდინარე წლის 6 იანვარს, ლაშქარავა საკუთარ სახლში დააკავა. პოლიცია მას ფოთში მცხოვრები მამუკა სანაიას ოჯახზე ყაჩაღური გზით ნივთების გატაცებას ედავებოდა.

 

გამოძიებისთვის მიცემული მოწმეთა მტკიცებით, ყაჩაღობას ადგილი არ ქონია და სანაიას სახლიდან კომპიუტერი დაკავებულის ნათესავმა, ნათია ჩხაიძემ გაიტანა, რასაც ეს უკანასკნელი საკუთარ ჩვენებაში თავადვე ადასტურებს.

 

ჩხაიძე განმარტავს, რომ სანაიას სახლში მანქანით მიყვანა, მან მის ახლობელს, მამუკა ლაშქარავას თხოვა.

 

სანაიას მეზობელმა, პოლიციას მისცა ჩვენება, რომ სანაიას სახლში ლაშქარავა მისი იქ ყოფნისას შეიჭრა და კომპიუტერი იარაღის ძალით გაიტანა.

 

მოგვიანებით, მან მიცემული პირველი ჩვენება შეცვალა და პოლიციის მიერ პირველი ჩვენების იძულებით ჩამორთმევაზე განცხადება გააკეთა და ნათია ჩხაიძის ჩვენება დაადასტურა.

 

შეცვლილი ჩვენება სამართალდამაცვება არ გაითავლისწინეს. რეაგირება არც კოკაიას შეცვლილ ჩვენებაზე მომხდარა.

 

 

მამუკა ლაშქარავას განცხადებით, რადგან ძალოვან უწყებას მის წინააღმდეგ საქმის „შეკერვა“ არ გამოუვიდათ და თავად სამართალდამცავების პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა გარიგება შესთავაზეს.

 

მისი თქმით, გამომძიებელმა ზვიად ელერჯიამ და პროკუორმა ლევან ვერულაშვილმა, მოთხოვეს, რომ 6-თვიან პატიმრობას დათანხმებოდა, სანაცვლოდ კი, მას დაპირდნენ, რომ  პატიმრობის ვადის გასვლის შემდეგ ქვეყნის დატოვებას არავინ არ მოთხოვდა.

 

„პროკურორმა ვერულაშვილამ მითხრა, პროკურორი ჯიმი გოგუაძე თავდებად გიდგება, პირობას და გარანტიას გაძლევსო. იგივეს მიმტკიცებდა გამომძიებელი ელერჯია.  ჩათვალე, რომ  ჩემი სახელით პოლიცის უფროსი გელაპარკებაო. ეს საქმე ჩვენს წინააღმდეგ შემოტრიალდება, აქ რამდენი ადამიანი დაიღუპება ამიტომ პატიმრობას უნდა დათანხმდეო,“- აცხადებს ლაშქარავა.

 

ლაშქარავას თქმით, მას პატიმრობაზე დათანხმებას მოწმის ცრუ ჩვენების გამო აიძულებდნენ.  მისი თქმით, გამომძიებელი ეუბნებოდა, რომ თუ სასჯელზე არ დათანხმდებოდა, ცრუ ჩვენების მიცემისთვის, მოწმე კოკაიას დააკავებდნენ.

 

                                           

                   რა კავშირი აქვს ქალაქის მერს "ლაშქარავას საქმესთან"

 

 

დავით სარსანია- ფოთის მერი

შანტაჟის კიდევ ერთ ბერკეტად, ლაშქარავს თქმით, ქალაქის მერისთვის მის გამო შექმნილი პრობლემები დაასახელეს,

 

ლაშქარავას თქმით, ფოთის მერი მისი კლასელია და 19 წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, თანაკლასელები მოინახულა. ერთად გადაღებული ფოტოები კი კლასელებმა ინტერნეტში განათავსეს.

 

როგორც ლაშქრავა ამბობს, გამომძიებელი ზვიად ელერჯია და პროკურორი ლევან ვერულაშვილი აშანტაჟებდნენ, თუ ის სასჯელს არ დათანხმდებოდა, ფოთის მერის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ.

 

„მაფრთხილებდნენ, ამ ფოტოებს და სარსანიას ქურდულ სამყაროსთან კავშირის მიზნით, მის წინააღმდეგ კომპრომატად  გამოვიყენებთო“- აღნიშნავს ლაშქარავა.

 

მისი თქმით, მას სარსანიასთან ურთიერთობა არ ქონია.

 

როგორც ლაშქარავა ამბობს, სასამართლო ბოლო სხდომაზე მან ამ ორი ფაქტორის გამო პატიმრობას დათანხმდა და სასჯელზე შეთანხმება შედგა, თუმცა ბრალი არ უღიარებია. სასჯელზე შეთანხმებას კანონი ითვალისწინებს.

 

ლაშქარავას ადვოკატის, ზაურ კინტირაიას თქმით, მტკიცებულებების არარსებობის გამო საქმე ყაჩაღობის ბრალდებიდან, ბოლოს თვითნებობამდე ჩამოკვალიფიცირდა.

 

მისი თქმით, აღნიშნულ საქმეში ლაშქარავას უდანაშაულობა სრულიად იკვეთებოდა და სამართალდამცავი უწყებების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება დასტურდებოდა.

 

„პროკურატურა დათმობაზე  წავიდა, რადგან იცოდა, რომ ამ საქმეს ვერ შეაკოწიწებდნენ. მათ არანაირი მტკიცებულებები არ ქონდათ, ამიტომ პროკურატურასაც აწყობდა საქმე ჩაფარცხულიყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, უკანონო დაკავებისთვის, უკანონო პატიმრობისათვის, თავისუფლების უკანონო შეზღუდვისათვის გარკვეული თანამდებობის პირების  პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა,“- აცხადებს კინტირაია.

 

TSpress - თან საუბარში ფოთის პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე, პოლიციის უფროსი ზურაბ ალანია, გამომძიებელი ზვიად ელერჯია, პროკურორი ლევან ვერულაშვილი , უკანონო დაკავების ფაქტს და ლაშქრავასთან რაიმე გარანტიებსა და გარიგებებს უარყოფენ. მის შესაძლო ლიკვიდაციაზე მუქარის ფაქტს უარყოფს სამხარეო პოლიციის უფროსი კობა კირთაძეც.

 

 

 

 

აღნიშნულ თემაზე TSpress - ი ჟურნალისტურ გამოძიებას აგრძელებს

გამოძიება
ფოტორეპორტაჟი

გამოკითხვა

რომელ კანდიდატს მისცემთ ხმას საპარლამენტო არჩევნებში?

Voted: 0

NED